წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” -ს განცხადება
November 23, 2017
RCT/EMPATHY STATEMENT
February 2, 2018

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება

  წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისა და პრევენციის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების შესახებ  

 

გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის მუხლი 11 – 12 – ის შესაბამისად, წევრი სახელმწიფო ვალდებულია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ჩაატაროს სწრაფი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საქართველოში პროგრესი არ შეინიშნება, რაც ასევე, იგნორირებას წარმოადგენს საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გაცხადებული განცხადება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად გაურკვეველი ფუნქციების პერსონალური დაცვის ინსპექტორის პოზიციასთან შეთავსების შესახებ, კატეგორიულად არამართებულად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში აუცილებელია ფართო დისკუსიის გამართვა, რის საფუძველზეც  შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონპროექტი.

ამავდროულად, ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებმა, მათ შორის, პოლიციასა თუ თავდაცვის სისტემაში, ცხადჰყო, რომ საჭიროა დამოუკიდებელი მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება წვდომა დახურული ტიპის დაწესებულებებში, რათა ამ სისტემათა გამჭვირვალობა და კონტროლის მექანიზმები გაიზარდოს, რაც ასევე წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს.

 

საკონტაქტო მონაცემები:

ოფისის ტელეფონის ნომერი: 238 10 15

ცხელი ხაზის მობილურის ტელეფონის ნომრები:

+ 995 599 88 54 28

+ 995 599 88 54 68

 

press release Geo