Archil Tatunashvili Case
ცენტრი „ემპათია“ – ს განცხადება არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით
March 21, 2018
images
The Statement of Rehabilitation Centre “Empathy”
April 13, 2018

განცხადება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე

download

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“-ს განცხადება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი მოკლული იქნა 2018 წლის 23 თებერვალს, ქალაქ ცხინვალში. საოკუპაციო რეჟიმისა და დე – ფაქტო გამოცხადებული რეჟიმების მიერ 1 თვის განმავლობაში ცხედარი არ იქნა გადმოცემული, ეგრეთწოდებული ექსპერტიზის მოტივით.

ა.წ. 26 თებერვლიდან ოჯახის თანხმობით, ცენტრი „ემპათია“ -ს საექსპერტო და იურიდიული დახმარების დეპარტამენტები ჩართული იქნა აღნიშნულ საქმეში. ოჯახს ცენტრმა „ემპათია“ -მ შესთავაზა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანა 39 – ე წესის გამოყენების მოთხოვნით, რაც გადაუდებელ ზომას გულისხმობს, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე ოჯახის თანხმობა არ იქნა მიღებული.

ა.წ. 20 მარტს საქართველოს გადმოეცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი  ექსპერტიზისათვის არასაკმარისი მასალით, რაც ემსახურებოდა სიკვდილის მიზეზის დადგენისა და სრულყოფილი ექსპერტიზის ხელისშეშლის მცდელობას.

ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტმა 20 მარტს მიიღო მონაწილეობა ექსპერტიზაში. მოგვიანებით, ცენტრი „ემპათია“ -ს იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმების გარეშე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახის ინტერესებს იცავს სხვა ადვოკატი, შესაბამისად, ცენტრი „ემპათია“ სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, განაგრძობს აღნიშნულ ექსპერტიზაში მონაწილეობას მხოლოდ გამომძიებლის დადგენილებით, რაც არ გულისხმობს მხარის მხრიდან ჩართულობასა და საადვოკატო მომსახურებას, რაც, სამწუხაროდ, ხელისშემშლელი ფაქტორია სრულყოფილი დასკვნის მომზადებისათვის.

2018 წლის 12 აპრილს ცენტრი „ემპათია“ – მ წერილობით მიმართა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო – მედიცინის დეპარტამენტს და გამოითხოვა დასკვნის მომზადებისათვის საჭირო მასალა, საპროცესო კოდექსის (სსსკ) 52 – ე მუხლის საფუძველზე, ასევე, აღნიშნულის თაობაზე აცნობა გამოძიებას.

ექსპერტიზისათვის საჭირო მასალის მოპოვების შემთხვევაში, ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტი 1 კვირის განმავლობაში, წარმოადგენს ცალკე პირველად დასკვნას, სადაც მითითებული იქნება შემდგომი მოქმედებისათვის რეკომენდაციები.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“

საკონტაქტო მონაცემები:

ტელ: +995 32 238 10 15

ფაქსი: +995 32 238 10 33

ცხელი ხაზი: +995 599 88 54 68; +995 599 88 54 28.

Web-page: www.empathy.ge

Email: centre@empathy.ge

            eka@empathy.ge

f: Rct Empathy

 

განცხადება 12 აპრილი ემპათია