The Statement of the NGO “RCT/Empathy” regarding captivity, torture and killing of Archil Tatunashvili by the Occupation Regimen and the Recommendation to the Georgian Government
March 1, 2018
On March 9, 2018 the RCT/EMPATHY applied To the Prosecutor of the International Criminal Court, Ms. Fatou Bensouda requesting extension of Scope of Investigation on Russian/Georgian War 2008.
March 9, 2018

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების გაფართოების თაობაზე

()იპ წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების გაფართოების თაობაზე

 

2018 წლის 9 მარტს, ცენტრმა „ემპათია“ -მ ოფიციალურად მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ქნ. ფატუ ბენსუდას რუსეთ – საქართველოს ომის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლების გაფართოების შესახებ.

კერძოდ, 2008 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიების თაობაზე, რაც ეხება საოკუპაციო ზოლის გარშემო მდებარე სოფლებიდან ადამიანთა გატაცებას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე, ადამიანთა მკვლელობას.

ამავდროულად ცენტრი „ემპათია“ ამახვილებს ყურადღებას, რომ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული იქნა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა კოდორის რეგიონის მოსახლეობაც, ასევე, ადგილი ჰქონდა ომის დროს სამხედრო დანაშაულებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონფლიქტის მიმდებარე ზონის გარეთაც.

აღნიშნულ მიმართვაში, ცენტრი „ემპათია“,  ასევე, განიხილავს როგორც მტკიცებულებას, შემდეგ შემთხვევებს ცენტრი „ემპათია“ -ს პრაქტიკიდან:

არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მოკვლის ფაქტი, არაადამიანური მოპყრობა ოჯახის წევრთა მიმართ ამდრომდე გრძელდება, ვინაიდან ოჯახს არ ეძლევა საშუალება იგლოვოს მიცვალებული საკუთარი რელიგიური თუ კულტურული ტრადიციების შესაბამისად, ხოლო ექსპერტიზის მოტივით ცხედრის არ გადმოცემა, არ ჯდება არანაირი საჭიროების ჩარჩოში.

ამავდროულად, ცენტრი ამახვილებს ყურადღებას, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის გადაადგილების უკანონო შეზღუდვის ფაქტზე.

აღნიშნულ მიმართვაში, ასევე, განხილულია სხვა შემთხვევებიც, კერძოდ, ნიკა საღინაშვილის საოკუპაციო ზოლიდან უგზო – უკვლოდ გაუჩინარების შემთხვევა, ამირან გუგუტიშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთის, გამოსყიდვისა და წამების ფაქტები და ასევე სხვა შემთხვევებზე.

ცენტრი „ემპათია“, აღნიშნული განცხადებით, ასევე, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკურ მხარეს ოკუპაციის შესახებ ინიცირებული რეზოლუციის ტექსტში, ასახული იყოს მიმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისათვის რუსეთ – საქართველოს ომის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლების გაფართოების თაობაზე, რაც გულისხმობს, როგორც გეოგრაფიული ჩარჩოს, ასევე დროის ჩარჩოს გაფართოებას.

 

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“

საკონტაქტო მონაცემები:

ტელ: +995 32 238 10 15

ფაქსი: +995 32 238 10 33

ცხელი ხაზი: +995 599 88 54 68; +995 599 88 54 28.

Web-page: www.empathy.ge

Email: centre@empathy.ge

            eka@empathy.ge

f: Rct Empathy

 

news empathy Geo 2018 march