myvideo-pirvelitv_Moment 1
Statement 27.07.2020 NGO RCT /‘’Empathy’’ ,Georgia
July 27, 2020
Logo-Empathy-Apple
Joint appeal – Non Governmental Organization RCT ‘’Empathy’’ and Lawyer Mikheil Ramishvili
July 30, 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათია“-სა და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ერთობლივი მიმართვა

Logo-Empathy-Apple

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათია“-სა და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ერთობლივი მიმართვა

საქართველოს სახალხო დამცველს ქალბატონ ნინო ლომჯარიას

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს

 

მოგმართავთ არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათია“-სა და უფლებადამცველ, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.

განვმარტავთ, რომ ცენტრი „ემპათია“ და უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი ჩართულნი არიან არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეში. კერძოდ, ცენტრი „ემპათია“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს კვლევით პროექტს, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული პოლიციური ღონისძიებისა და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის შემოწმების მიზნით. ცენტრი „ემპათია“ და მისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, სხვადასხვა ფორმით, ჩართულია გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეებში. მოცემულ ეტაპზე, უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი იცავს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის კანონიერ ინტერესებს.

2019 წელს ცენტრ „ემპათია“ – ს მიმართ ადგილი ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ ზეწოლის ფაქტს. 2019 წლის 20 აგვისტოს, რეგულირების სააგენტოს თანამშრომლების მიერ, კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით განხორციელებული არაგეგმიური ვიზიტის მიზანი, ცენტრ „ემპათია“-ს უკანონ დაჯარიმება იყო. საქმე ეხებოდა „ემპათია“-ს სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზიების პირობების შესრულებას. ცენტრმა „ემპათია“მ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წინააღმდეგ მოიგო სამართლებრივი დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

უკანასკნელ დღეებში გახშირდა მუქარისა და ზეწოლის ფაქტები ცენტრ „ემპათია“-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის – გალინა კარმუშინას, უფლებადამცველ – მიხეილ რამიშვილისა და ცენტრ „ემპათია“-ს პრეზიდენტის – მარიამ ჯიშკარიანის მიმართ.

აღნიშნული ზეწოლა გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევებს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეო გადაღება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ, პირისიპირ კომუნიკაციის, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით. არასამთავრობო ცენტრ „ემპათია“-სა და მისი პრეზიდენტის მიმართ ადგილი აქვს პრო-სახელისუფლო ექსპერტების მიერ სატელევიზიო ეთერებით თავდასხმებს. ყველა ზემოთხსენებული პირის მიმართ, ადგილი აქვს სოციალურ ქსელ – „ფეისბუქში“, ასობით რეგისტრირებული მომხმარებლის, ტროლებისა და ბოტების მიერ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევას, რომელთა მიზანია, ცენტრ „ემპათია“-სა და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პატივისა და ღირსების, პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის შელახვა, საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაცია.

ყოველივე ზემოთაღნიშნულზე დაყრდნობით, გთხოთ, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეწყდეს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის თანამშრომლებზე, აგრეთვე, ადვოკატ მიხეილ რამიშვილზე მიმდინარე ზეწოლა.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

ცენტრი „ემპათია“

ცხელი ხაზი: 599 885468 /28