80040709_2847878728576687_3482940438053126144_o
არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ გამართავს ბრიფინგს 15 წლის ლუკა სირაძის წამების ფაქტთან დაკავშირებით
December 18, 2019
cms-image-000008192-e1524839900509
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება
January 21, 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ს საჯარო მიმართვა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორს ქნ. ლონდა თოლორაიას, ლუკა სირაძის სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით.

Logo-Empathy

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ს

საჯარო მიმართვა

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორს ქნ. ლონდა თოლორაიას,

ლუკა სირაძის სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით.

 

ქალბატონო ლონდა,

მოგახსენებთ, რომ ჩვენი ცენტრის მიერ განხორციელდა საჯარო ინფორმაციის შესწავლა ლუკა სირაძის სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით.

მოგიწოდებთ, გარდაცვლილი არასრულწლოვანის ლუკა სირაძის სამეზე გამოძიება დაიწყოთ საქართველოს სსკ – ის 144 1 მუხლით, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

  1. სუიციდის ფაქტი დროში კავშირში იმყოფება პოლიციაში დაკითხვის ფაქტთან, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდთა სრულიად უკანონო დაპირისპირებას მოჰყვა სხვა არასრულწლოვანის მხრიდან თვითდაზიანების ფაქტიც.
  2. არასრულწლოვანზე სავარაუდოდ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ძმის მიმართ მუქარის, შანტაჟის ელემენტებისა და არასრულწლოვანთა დაპირისპირების სახით, განსაკუთრებით საყურადღებოა სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარის თქმა.
  3. აღნიშნული დაკითხვის მიზანს შეადგენდა აღიარებითი ჩვენების მოპოვება
  4. აღნიშნულ დაკითხვა – „გამოკითხვას“ ესწრებოდა სხვა პოლიციის თანამშრომლებიც.

აქვე მოგვყავს წამების დეფინიცია

„კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ მუხლი 1 – ის შესაბამისად (ძალაშია 1994 წლის 25 ნოემბრიდან საქართველო შეუერთდა პარლამენტის 22.12.1994 წლის N 1493 დადგენილებით საქართველოს პარლამენტის 07.07.2002 წლის N 1493 დადგენილებით კონვენციის 21-ე და 22-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველო აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციას. )

    მუხლი 1

  1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ამა თუ იმ პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან სულიერი, ისეთი მიზნებით, როგორიცაა მისგან ამ მესამე პირისგან ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, მისი დასჯა ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიც ეჭვმიტანილია, ან მისი ან მესამე პირის დაშინება ან იძულება, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით, როდესაც ამგვარი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან ოფიციალური თანამდებობით მოქმედი სხვა პირის მიერ, ან მისი წაქეზებით, ან მისი ნებართვით, ან მისი უსიტყვო თანხმობით. იგი არ მოიცავს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც მხოლოდ კანონიერი სანქციების შედეგად წარმოიქმნება, არსებითად განუყოფელია მათგან, ან მათი თანმდევია.
  2. ეს მუხლი ზიანს არ აყენებს რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტს ან ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს დებულებებს უფრო ფართო გამოყენების თაობაზე.

  მუხლი 4

  1. თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ წამების ყველა აქტი მისი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით განიხილებოდეს, როგორც დანაშაულები. იგივე შეეხება წამების აქტის ჩადენის მცდელობასა და ნებისმიერი პირის ქმედებას, რომელიც წამებაში თანამონაწილეობას ან მონაწილეობას წარმოადგენს.
  2. თითოეული მხარე-სახლემწიფო აწესებს სათანადო სასჯელებს ამგვარი დანაშაულებისთვის, მათი მძიმე ხასიათის გათვალისწინებით.

 საჯარო მიმართვა სახელმწიფო ინსპექტორს

იმედი გვაქვს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება წარიმართება სწრაფად, მიუკერძოებლად და ობიექტურად.

პატივისცემით,

ცენტრი „ემპათია“ -ს პრეზიდენტი                                          მარიამ ჯიშკარიანი

იურიდიული სამსახურის უფროსი                                         გიგა ლემონჯავა