Logo-Empathy-Retina
Press Release of NGO Empathy regarding Forensic Expertise of Mr. Mikheil Saakashvili, imprisoned third president of Georgia 01.09.2022 არასამთავრობო ორგანიზაციის ცენტრი „ემპათიის“ პრესრელიზი პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო ექსპერტიზის შესახებ 01.09.2022
September 1, 2022
Logo-Empathy-Retina
ცენტრი “ემპათია”-ს განცხადება Statement of the Centre Empathy
November 18, 2022

მიხეილ სააკაშვილს დღეს ინგლისელი სამედიცინო ექსპერტი კორნელიუს კატონა მოინახულებს

Logo-Empathy-Apple

მიხეილ სააკაშვილს დღეს ინგლისელი სამედიცინო ექსპერტი კორნელიუს

კატონა მოინახულებს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდომარების შესაფასებლად დაცვის მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა გრძელდება, რა მიზნითაც, მიხეილ სააკაშვილს, დღეს, 14 საათზე, კლინიკა ვივამედში, ინგლისელი სამედიცინო ექსპერტი, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორი, კორნელიუს კატონა მოინახულებს.

ბატონი კატონა საქართველოს ამ მიზნით დღეს ესტუმრება. ის სხვა, საკუთარი დარგის წამყვან უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჩართულია ექსპერტიზაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ ატარებს. სხვა საკითხებთან ერთად ექსპერტის წინაშე დასმულია შეკითხვები მიხეილ სააკაშვილის მიერ 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პენიტენციურ და სამედიცინო დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად განცდილი ფსიქიკური (ფსიქოლოგიური) და მორალური ტანჯვის შესახებ.

კორნელიუს კატონა წარმოადგენს ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორს და მართავს სამეფო ფსიქიატრიული კოლეჯის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. პროფესორი კატონა კენტის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია (2009 წლიდან) და იყო კენტის და მედვეის NHS და სოციალური მზრუნველობის საპარტნიორო ტრასტის საპატიო კონსულტანტი ფსიქიატრი (2003-2012 წ.). პროფესორი კატონა ასევე წარმოადგენს მონობის საწინააღმდეგო ალიანსის (AMSA) საბჭოს წევრს. პროფესორი კატონა იყო ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) ექსპერტთა ჯგუფის წევრი, რომელიც მუშაობდა პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობების მკურნალობის შესახებ სახელმძღვანელოს განახლებაზე.

1998 წ-დან 2003 წ. ივლისამდე პროფსორი კატონა იყო სამეფო ფსიქიატრიული კოლეჯის დეკანი. იყო აფექტური აშლილობების ჟურნალის მთავარი რედაქტორი (1994-2015 წ.), მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციის აფექტური აშლილობების განყოფილების თანათავმჯდომარე (2002-2011; თავმჯდომარე 1996-2002) მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციის გერიატრიული ფსიქიატრის თანათავმჯდომარე (1999-2010);

მას დამთავრებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფსიქიატრიული კოლეჯი, ხოლო 2019 წელს მიანიჭებული აქვს ამავე კოლეჯის საპატიო სტიპენდია – პროფესორის ფსიქიატრისთვის გამოჩენილი მსახურობისთვის, რომელიც კოლეჯის უმაღლეს ჯილდოს წარმოადგენს.

მას 2006 წლიდან მომზადებული აქვს 2000 სამედიცინო ექსპერტიზაზე მეტი,  დაწერილი აქვს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა და პუბლიკაცია, მათ შორის, პოსტ-ტრავმული აშლილობის, შიმშილით პროტესტისა და პატიმრობაში მყოფ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის  შესახებ. პროფესორ კატონას გამოქვეყნებული აქვს 300 მეტი რეცენზირებული სტატია, ასევე მრავალი თავი წიგნებში და 16 რედაქტირებული წიგნი.

მისი Scopus H-ინდექსი შეადგენს 67.