ბრძანება 1208_ახალი
EMPATHY CENTRE Press Release 27/01/2023
January 27, 2023
foto
ცენტრი „ემპათია“ -ს პრეს – რელიზი 06/02/2023
February 6, 2023

ცენტრი “ემპათია”ს განცხადება

Logo-Empathy-Retina

კლინიკა “ვივამედი” -ს დირექტორი ჩხაიძის დღევანდელი განცხადება, არის თავდასხმა ცენტრი “ემპათია” -ს ექსპერტთა ჯგუფზე, რომლის მთავარი მოტივაციაა, რომ ცენტრმა “ემპათია-მ გაიზიაროს მათი არასამედიცინო კონცეფცია მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტიოლოგიური ფაქტორების: “გემრიელი საკვების არ მიტანა”, “თვითდაზიანების რეჟიმში – დიეტური კვება”, “10 თვიანი ფსიქოგენური სიცხე”, და “კუჭ – ნაწლავის ტრაქტი ხილული პათოლოგიის შესახებ”, “ინტოკსიკაციის გამორიცხვის შესახებ”, ბრალდებები, რომ პაციენტი არ ემორჩილება და ა.შ. ბატონი ჩხაიძე და მისი კლინიკის მესვეურები უხეშად არღვევენ პაციენტის უფლებებს, ასევე საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს, რითიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ პაციენტ სააკაშვილს და ცდილობენ ცენტრი “ემპათია” -ს დისკრედიტაციას. ჩხაიძის განცხადებები, არის სიყალბე და ტყუილი. პატიმარი – პაციენტის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იუსტიციის სამინისტროს და კლინიკა “ვივამედ” -ს. ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს ცენტრი “ემპათია” მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, რაღა თქმა უნდა კრახით დასრულდება. შევახსენებთ ჩხაიძეს და მთლიანად კლინიკა “ვივამედ” -ს ექიმის ფიცის ქვაკუთხედია: “არ ავნო”.