WhatsApp Image 2020-10-28 at 16.57.56
Special Report on Physical and Psychological Violence for Pre-Election period was published by the Non-Governmental Organization – RCT “EMPATHY”.
ოქტომბერი 29, 2020

საგანგებო მიმართვა

Signing contract.

ცენტრი “ემპათია”- ს პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადება

მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის სექციის “წამების ფსიქოლოგიური შედეგები და აღკვეთა წევრი”

საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების სისტემატურ ხასიათზე და დაუსჯელობის სინდრომზე ცენტრი “ემპათია”  ყოველწლიურად აქვეყნებდა ანგარიშს  და ქმედითი ცვლილებებისათვის მოუწოდებდა როგორც ადგილობრივ პასუხისმგებელ პირებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.

აღნიშნულის საფუძველზე, ცენტრი “ემპათია” – ს პროგრამა ციხეთა სისტემაში შეჩერებულ იქნა ყოფილი მინისტრის ხ. კალმახელიძის გადაწყვეტილებით 2010 წლის ივლისში (დაიხურა რეაბილიტაციის ცენტრები ქალთა და მოზარდთა კოლონიაში და მოზარდთა ციხეში), რასაც შედეგად მოჰყვა წამების ფაქტების განვრცობა მოზარდთა ციხეშიც და ქალთა კოლონიაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის კატასტროფული ზრდა.

ცენტრი “ემპათია” – ს ექსპერტთა ჯგუფი წლების განმავლობაში მონაწილეობდა სასჯელაღსრულების სიტემის მონიტორინგში და 2009 – 2010 წწ. 500 – ზე მეტი წამების მსხვერპლი იქნა გამოვლენილი, რის გამოც 2011 წლიდან ცენტრ “ემპათია”- ს ექპერტთა ჯგუფს აღარ მიეცა მონიტორინგის განხორციელების საშუალებაც, რასაც მოჰყვა წამების ფაქტების გახშირება და მეთოდების გასასტიკება აღნიშნულ სისტემაში.

ცენტრი “ემპათია” არის ერთადერთი პროფესიული ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც აწარმოებს წამების ფაქტების დოკუმენტირებას გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის “სტამბოლის პროტოკოლის” შესაბამისად, ასევე, ახდენდა და ახდენს შესაძლებლობის ფარგლებში წამების მსხვერპლთა მულტი – პროფილურ რეაბილიტაციასა და სამართლებრივ დახმარებას.

ამჟამად ხორციელდება ცენტრი “ემპათია” –ს პროექტი “წამების მსხვერპლთა მულტი – პროფილური რეაბილიტაცია და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა”, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების კუთხით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია აღდგეს დამოუკიდებელი პროფესიული მონიტორინგი საქართველოს ციხეთა სისტემაში.

ამავდროულად ვაცხადებთ, რომ საერთაშორისო სავალდებულო სტანდარტების შესაბამისად, წამების მსხვერპლს უნდა მიეცეს წამების ფაქტების გაცხადების, დოკუმენტირება – ექსპერტიზისა და მულტი – პროფილური რეაბილიტაციის უფლება, როგორც მრავლად გავრცელებულმა ვიდეო მასალამ აჩვენა, ამგვარი მსხვერპლები საქართველოს ციხეთა სისტემაში მრავლად მოიპოვება, რის საფუძველზეც კატეგორიულად მოვითხოვთ ციხეთა სისტემაში ცენტრი “ემპათია” – ს ექპერტთა ჯგუფის მიერ მონიტორინგისა და კრიზისული ინტერვენციის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას.

http://www.ambebi.ge/politika/61126-gldanis-cikheshi-patimartha-tsamebis-faqtebthan-dakavshirebith-prezidentma-sagangebo-ganckhadeba-gaaketha.html

http://www.interpressnews.ge/ge/

http://www.myvideo.ge/?video_id=1812778

http://www.myvideo.ge/?video_id=1812835

http://www.myvideo.ge/?video_id=1812780

http://www.myvideo.ge/?video_id=1812784

http://www.youtube.com/watch?v=U6a52iv-vw0

http://www.for.ge/view.php?for_id=16463&f_cat=&a_title=arasrulwlovanTa+wameba+(VIDEO)

ასევე ცენტრი “ემპათია”  მიმართავს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტსა (OPCAT CPT) და CTP განახორციელონ “Ad Hoc” ვიზიტი საქართველოს ციხეთა სისტემაში.

აღნიშნული განცხადება გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინსტრს, სახალხო დამცველს, ასევე საქართველოში აკრედიტებულ ევრო – კავშირის საელჩოებს, ა.შ.შ ელჩს საქართველოში და საერთაშორისო  და სახელწიფოთაშორისო ორგანიზაციებს.

ცენტრი “ემპათია” – ს პრეზიდენტი
მარიამ ჯიშკარიანი