d6c89fc6190773fa982f417645d5f882
The Statement of the NGO RCT/Empathy
March 15, 2019
The Announcement of the NGO Rehabilitation Centre for Victims of Torture “Empathy”
March 21, 2019

ცენტრი “ემპათია”ს ანონსი

download (1)

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ს

ანონსი.

2019 წლის 22 მარტს 13.00. სთ – ზე ცენტრი „ემპათია“ გამართავს პრესს – კონფერენციას „ემპათიას“ ოფისში, ქ. თბილისი, სიმონ კანდელაკის ქუჩა, 23 თემაზე:

ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება და ჟენევის დისკუსიათა ფორმატის პრიორიტეტები.

 პრესს – კონფერენციაზე ცენტრი „ემპათია“ გააცნობს ფართო  საზოგადოებას  ცენტრი ემპათიას სტრატეგიას ირაკლი კვარაცხელიას ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე და მიმართავს საქართველოს მთავრობას მოახდინოს დაუყოვნებლივ რეაგირება შემდეგ საკითხებზე:

  1. გალის რაიონში მდებარე საოკუპაციო სამხედრო ბაზის პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა, ადამიანთა უკანონო დატყვევების ფაქტებთან დაკავშირებით.
  2. აღნიშნული ხელმძღვანელი პირების ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაში შეყვანის ინიცირება
  3. ცენტრი „ემპათია“ მიიჩნევს, რომ, ზოგადად, სამოქალაქო პირების დატყვევება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი რუსეთის სამხედრო ნაწილების იზოლატორებში, არაადამიანურ პირობებში, უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პირინციპებს, რაზედაც საგანგებო ვიზიტის მოთხოვნით, ცენტრი „ემპათია“ მიმართავს ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს.
  4. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, რომ ჟენევის დისკუსიათა ფორმატში, ასევე ყველა საერთაშორისო ფორმატში, წინა პლანზე იქნას წამოწეული ამგვარი ქმედების აკრძალვის მოთხოვნა.

 

 

2019 წლის 13 მარტიდან ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს ირაკლი კვარაცხელიას სამართლებრივ დაცვას, სამართლებრივი და საექსპერტო დეპარტამენტების ერთობლივი ჩართულობით.  

 

მისამართი:

 

კანდელაკის ქ. N23, თბილისი 0160, საქართველო

ცხელი ხაზი: 599 885468/28