55446991_1249053645250937_4730417112265261056_n
The RCT/Empathy hold a press conference
March 26, 2019
1348383529_2723378517886366_7710799763406323712_n
Press-Release EMPATHY On Torture of Mr. Shota Dalakishvili
May 15, 2019

მოქალაქე შოთა დალაქიშვილის 16/12/2018 წ. წამების შესახებ

pjimage-2

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ (RCT/EMPATHY) პრეს – რელიზი  (14/05/2019)

 მოქალაქე შოთა დალაქიშვილის 16/12/2018 წ. წამების შესახებ პრეზიდენტის საწინააღმდეგო ოპოზიციის მიტინგზე მსვლელობისას  

 ცენტრი „ემპათია“ – ს ექსპერტთა ჯგუფმა, 5 ექსპერტის მონაწილეობით 14/05/2019 – ში დაასრულა კომპლექსურ – კომისიური სასამართლო ექსპერტიზა შოთა დალაქიშვილის წამების ფაქტთან  დაკავშირებით.  დასკვნა მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების „სტამბოლის პროტოკოლი“-სა და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის, მე – 10 – ე გადასინჯვის შესაბამისად.

ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ს/ს საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებას, ექსპერტიზის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა ექსპერტიზაში ხელის შეშლას, ვინაიდან საქმის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა უარი განაცხადა ქსერო – ასლების მოწოდებაზე, ასევე დაარღვია რა პაციენტის ფუნდამენტური უფლება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ არ გადმოგვცა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა.

აღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა გურჯაანის პროკურატურას, ასევე გურჯაანის სასამართლოს, სადაც დაზარალებული შოთა დალაქიშვილის საქმეზე წარმოებს გამოძიება ს/ს კოდექსის 118 – ე მუხლით (სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება), რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით და მოვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას 144 1, რაც გულისხმობს ადამიანის წამებას.

ცენტრი „ემპათია“ – მოუწოდებს გურჯაანის რაიონულ პროკურატურას, ასევე გურჯაანის სასამართლოს მოახდინოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს არა მარტო შემსრულებლები, არამედ დამკვეთებიც. ასევე, გამოძიება აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წამების მუხლით.

აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა 16/12/2018 სოფელ ველისციხის ტერიტორიაზე პოლიტიკური ოპოზიციის მიტინგზე მსვლელობისას, სადაც 10 – მდე ხელკეტებით შეიარაღებულმა პირმა სამართალდამცავების თვალწინ სასტიკად ცემა შოთა დალაქიშვილი, რის შედეგადაც მას აღენიშნა ღია ჭრილობები თავისა და სახის არეში, სახის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა, ასევე მიადგა ფსიქოლოგიური ტრავმა. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია სამი პირი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ადეკვატურად გამოძიება არ მიმდინარეობს.

 წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“

საკონტაქტო მონაცემები:

ტელ: +995 32 238 10 15; ფაქსი: +995 32 238 10 33 ; ცხელი ხაზი: +995 599 88 54 68/28.

Web-page: www.empathy.ge

Email: centre@empathy.ge;  eka@empathy.ge

f: Rct Empathy

 

Press Release 2019 May Dalkishvili GEO