ა(ა)იპ წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება ქვეყანაში პრორუსული და რუსული აგრესიის უკიდურესი გააქტიურების შესახებ
2018 წლის 13 მარტს საქართველოს პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების დღესთან დაკავშირებით ცენტრი „ემპათია“ -ს ხელმძღვანელმა შემდეგი ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტს:
- განგრძობითი და პროგრესირებადი რუსული ოკუპაციის პირობებში, სტოკჰოლმის მაგვარი სინდრომის არსებული პრობლემების გათვალისწინებით, რაც დამახასიათებელია პოსტ – საბჭოთა პოპულაციისათვის, აუცილებლად მიგვაჩნია, ლუსტრაციის კანონის მიღება, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტით, რაც გულისხმობს სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, პრო – რუსული და რუსული პოლიტიკური პარტიების, მას – მედიისა თუ სხვა ინსტიტუციების მოღვაწეობის აკრძალვას საქართველოში.
- ამავდროულად, ცენტრი „ემპათია“ -ს ხელმძღვანელმა კვლავ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს ოკუპაციის შესახებ რეზოლუციის ტექსტში ასახოს მიმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისადმი რუსეთ – საქართველოს ომის დროის დანაშაულებებზე არსებული გამოძიების გეოგრაფიული და დროის ჩარჩოს გაფართოების შესახებ.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“
საკონტაქტო მონაცემები:
ტელ: +995 32 238 10 15
ფაქსი: +995 32 238 10 33
ცხელი ხაზი: +995 599 88 54 68; +995 599 88 54 28.
Web-page: www.empathy.ge
Email: centre@empathy.ge
eka@empathy.ge
f: Rct Empathy
news empathy march 2018