არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება ირაკლი კვარაცხელიას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო თავისუფლების აღკვეთის და სავარაუდო ძალადობრივი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი, თავისუფლება აღკვეთილი, ირაკლი კვარაცხელიას ინტერესების დაცვას განახორციელებს ცენტრი “ემპათია”, ასევე ექსპერტიზაში ჩართული იქნება ცენტრი “ემპათია”ს სასამართლო -სამედიცინო ექსპერტი. შემთხვევას სუპერვიზიას გაუწევს ცენტრი “ემპათია”ს დირექტორი, საერთაშორისო ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი. აღნიშნულის თაობაზე ცენტრმა “ემპათია”მ მიმართა სამეგრელო – ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას.
ასევე ცენტრი „ემპათია“ საჭიროების შემთხვევაში მიმართავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“
საკონტაქტო მონაცემები:
ტელ: 238 10 15
ფაქსი: 238 10 33
ცხელი ხაზი: 599 88 54 68; 599 88 54 28.
Web-page: www.empathy.ge
Email: centre@empathy.ge
FB: Rct Empathy
Skype: rct.empathy