არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ (RCT/EMPATHY)
პრეს – რელიზი
19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობის ფაქტების დოკუმენტირების შესახებ
ცენტრი „ემპათია“ -ს მულტი – დისციპლინური ჯგუფი მზად არის მიიღოს და დოკუმენტირება მოახდინოს 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი ძალადობის – ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური – ფაქტისა და დაზარალებულთ აღმოუჩინოს სამედიცინო, ფსიქო – სოციალური და იურიდიული დახმარება.
დაზარალებულებს შეუძლიათ მოგვმართონ: ცხელი ხაზი: 599 885468; 599885428
ქ. თბილისი: კანდელაკის ქ. 23, ცენტრი „ემპათია“ -ს ოფისი
18 -19- 20 მაისს ასევე ქ. ზუგდიდში:
ლაზის ქ. N 3, არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „დეა“,
ასევე, პეტრე უბერის ქუჩა N1, არასამათავრობო ორგანიზაცია „ქსენონი“
არჩევნებთან დაკავშირებით მშვიდობიან მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, ცენტრი „ემპათია“ მიმართავს ხელისუფლებას: საზოგადოების დაშინება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მეთოდებით, საერთაშორისო სტანდარტებით, განიხილება, როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა, შესაბამისად, წარმოადგენს კრიმინალურ ქმედებას. მოგიწოდებთ, მოახდინოთ ადეკვატური რეაგირება და პრევენცია ძალადობის ყოველგვარი გამოვლენის შემთხვევაში.