ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება საქართველოს მე – 3 -ე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 16/11/2021 – ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

ცენტრი „ემპათია – ს მიერ 29/10/2021 წელს მიემართა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ბნ. ცხვარიაშვილს და სამედიცინო მეთვალყურეობის დეპარტამენტის უფროსს ქნ. დემურიშვილს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ექსპერტიზის მოთხოვნით. დღემდე ექსპერტთა ჯგუფს არ ეძლევა საშუალება ადგილზე ჩატარდეს სამედიცინო შემოწმება და გაეცნოს სამედიცინო დოკუმენტაციას სრულად, კერძოდ, N 18 – ე დაწესებულებაში არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია არ გადასცემიათ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს და შესაბამისად ჩვენ არ მოგვეწოდა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირებს ეძლევათ საშუალება ვიზიტი განახორციელონ პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფს სრული უფლება აქვს ჩაატაროს ადგილზე ექსპერტიზა შემდეგი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი:

მუხლი 21. ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.

 მუხლი 144. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი

  1. თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა.
  2. ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით.

პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი

თავი X. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლებები 

მუხლი 45

  1. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით.
  2. პირს უფლება აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების გაწევა.

მუხლი 46

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

მუხლი 47

პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შეუძლია ამ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს შეუზღუდოს სამედიცინო მომსახურების გამწევის არჩევის უფლება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ამავდროულად, ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 ის მიხედვით (არასათანადო მოპყრობა), რაც მოიცავს ეპიზოდს მე – 18 დაწესებულებაში განხორციელებული ძალადობის შესახებ. შესაბამისად, სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრის განცხადებებით, საქართველოს პენიტენციური სისტემა ამჟამად წარმოადგენს მხარეს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მხოლოდ მათ სამედიცინო სამსახურებს ეძლევათ საშუალება შეისწავლონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაუქმდა ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმის მოღვაწეობაც. შესაბამისად, ობიექტური ინფორმაციის დადგენა შეუძლებელი გახდა. აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ექიმის პროფესიულ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელია საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ჯანდაცვის სამსახურების პენიტენციურ სამსახურში დაქვემდებარების გამო.

აქვე გაცნობებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ვალდებულება დააკისრა საქართველოს მთავრობას, ჩაეტარებინა პარიტეტულ საფუძვლებზე სამედიცინო ექსპერტიზა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ, იუსტიციის მინისტრს იმოქმედოს კანონის შესაბამისად, რათა არ შეეშალოს ცენტრ „ემპათია“ -ს ხელი ექსპერტიზის ჩატარებაში, ასევე, შექმნას პარიტეტული კომისია ციხის საავადმყოფოს შესაძლებლობების განსაზღვრის მიზნით.

 

მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრი „ემპათია“

ცხელი ხაზი 599 885468/28

November 16, 2021
Logo-Empathy-Retina

ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება საქართველოს მე – 3 -ე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით

ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება საქართველოს მე – 3 -ე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 16/11/2021 – ში გაკეთებულ განცხადებასთან […]
November 12, 2021
Logo-Empathy-Retina

NGOs’ Address to the Council of Europe Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT)

NGOs’ Address to the Council of Europe Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT) Tbilisi, 12 November 2021 We, […]
November 12, 2021
Logo-Empathy-Retina

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს თბილისი, 12 ნოემბერი 2021 წელი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი მანდატით განსაზღვრული შესაძლებლობა საქართველოს პენიტენციურ […]
November 11, 2021
IMG_20211104_151611

The Statement of RCT/Empathy on forensic report done according to the UN IP on the case of 3rd President of Georgia Mr. Mikheil Saakashvili

The Statement of RCT/Empathy on forensic report done according to the UN IP on the case of 3rd President of Georgia Mr. Mikheil Saakashvili The group […]
November 10, 2021
IMG_20211104_151611

ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფის განცხადება საქართველოს მე – 3 -ე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ (10/11/2021)

ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფის განცხადება საქართველოს მე – 3 -ე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ (10/11/2021) პრესს – […]
November 4, 2021
247701420_415722066590063_2366870666117377709_n

ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან ბატონი მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ხელის შეშლის მცდელობის შესახებ

ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან ბატონი მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ხელის შეშლის მცდელობის შესახებ ცენტრ „ემპათია“ – ში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი გამართავს […]
November 4, 2021
247701420_415722066590063_2366870666117377709_n

Statement of the Centre Empathy On the attempt of the Special Penitentiary Service to obstruct the experts’ examination of Mr. Mikheil Saakashvili

Statement of the Centre Empathy On the attempt of the Special Penitentiary Service to obstruct the experts’ examination of Mr. Mikheil Saakashvili Group of experts shall […]
April 8, 2021
photo english

Original Research by Centre EMPATHY regarding the Events of June 20 – 21, 2019

On April 9, 2021, the “Courtyard by Marriott  Tbilisi” will host a presentation of a study conducted by the Center “Empathy” with the support of the […]
April 8, 2021
foto

ცენტრი „ემპათიას“ ორიგინალური კვლევა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით

2021 წლის 9 აპრილს, “ქორთიარდ მარიოტ თბილისში”  გაიმართება ცენტრი „ემპათიას“ მიერ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია: „2019 წლის 20 […]