download (6)
Urgent Appeal of RCT/EMPATHY dated 12.03.2017 regarding crucial facts Happened on 11 -12 March, in Batumi, 2017 12.03.2017
March 13, 2017
IMG_5651
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” -ს პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის განცხადება
April 27, 2017

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ -ს საგანგებო განცხადება

images (17)

2017 წლის 11 – 12 მარტს ქალაქ ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც აქციის მონაწილეთა განცხადებით, ქალაქში საპატრულო პოლიციის უკონტროლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებსა და  5 პირის უსამართლო დაკავებას მოჰყვა, ცხადჰყო, რომ არ არსებობს ადეკვატური დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმები ქვეყანაში, არ ექცევა სათანადო ყურადღება სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რამაც სიტუაცია აქციის მონაწილეთა და საპატრულო პოლიციის უკიდურეს დაპირისპირებამდე მიიყვანა. აღნიშნულს ხელი შეუწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან არაადეკვატურმა და დაგვიანებულმა რეაგირებამ, რაშიც იგულისხმება მოლაპარაკების მაგივრად ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენება მშვიდობიანი აქციის დასაშლელად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, შეიქმნა უკონტროლო მდგომარეობა. გვინდა მოუწოდოთ ხელისუფლებას, ასევე ყველა ოპოზიციურ პარტიას, მიმართონ ყველა ზომას, რათა მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზით განიმუხტოს დაძაბულობა.

ამავდროულად, დაუყოვნებლივ გასატარებელია შემდეგი ღონისძიებები: 1. დაუყოვნებლად უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა დადგენილ იქნას ესკალაციის გამომწვევი მიზეზები; 2. შეიქმნას დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც საზოგადოებასა და მასს – მედიას მიაწოდებს რეალურ ინფორმაციას სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე; 3. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივებს სამართალდამცავი სტრუქტურების უფლებამოსილებასა და ადამიანის უფლებების დაცვის უკეთ დაბალანსებისათვის და ბოლოს, 4. მიუკერძოებელი გამოძიების დამთავრებამდე თანამდებობიდან გადაყენებულ იქნას პოლიციის უფროსი, რომელსაც აქციის მონაწილენი დისკრიმინაციულ მიდგომაში  ადანაშაულებენ.

ცენტრი „ემპათია“-ს პრეზიდენტი

მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრი ემპათიას საგანგებო განცხადება