წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” -ს პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის განცხადება 25 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის თაობაზე:
აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ შემდეგს: წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” -ს პრეზიდენტმა მარიამ ჯიშკარიანმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, ვინაიდან, სამწუხაროდ პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსტიტუციის ცვლილებების შესახებ არსებით საკითხებზე, ისეთი როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, ასევე საარჩევნო სისტემა, დიალოგი შეუძლებელი აღმოჩნდა. განსხვავებულ მოსაზრებებს პარლამენტის თავმჯდომარე “არაადეკვატურს” უწოდებს. კითხვა ასევე ეხებოდა პროცედურულ საკითხებს, კერძოდ, ჩვენი მოსაზრებით, კონსტიტუციის პროექტის შემუშავებამდე უნდა გამართულიყო პლებისციტი ან/და რეფერენდუმი კონსტიტუციაში არსებითი ცვლილების შესახებ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამგვარი საკითხები დემოკრატიულ ქვეყნებში ხალხის გადასაწყვეტია, აღნიშნულმა, პარლამენტის თავმჯდომარის გაღიზიანება გამოიწვია, ვფიქრობთ, შექმნილ ვითარებაში, წერილობითი წინადადებების მიწოდება უფრო უპრიანი იქნება, ამავდროულად საჭიროა აღნიშნული მოსაზრებების ვენეციის კომისიისათვის გადაგზავნაც.