42371196_2104552663207002_1414506144172343296_n
“Mariam Jishkariani v Georgia”
September 24, 2018
images (1)
Special Statement of the Rehabilitation Centre for Victims of Torture RCT/EMPATHY
October 2, 2018

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მაია ოთინაშვილის გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის შესახებ

images (9)

არასამთავრობო ორგანიზაციის:

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“-ს (RCT/EMPATHY)

საგანგებო განცხადება

 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მაია ოთინაშვილის გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის შესახებ

 

 

2018 წლის 29 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ზოლიდან გატაცებული იქნა მაია ოთინაშვილი, ჩვენი ბენეფიციარი ოჯახიდან. დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი კვლავ არ არის გათავისუფლებული.

 

ცენტრი „ემპათია“ – ს მიერ არაერთგზის იქნა აღნიშნული, რომ აუცილებელია სისტემური რეაგირება ადამიანების გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის, არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რამაც პრაქტიკულად ყოველდღიურობის ხასიათი მიიღო.

 

ცენტრი „ემპათია“  კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ადეკვატური ზომები, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, მაია ოთინაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების თაობაზე, ასევე შეიმუშაოს სისტემური მიდგომა საოკუპაციო ზოლის უსაფრთხოების საკითხებისადმი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართვით.

 

Press Release October 2 2018 GEO