წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“-ს (RCT/EMPATHY)
საგანგებო განცხადება – მოწოდება საქართველოს პარლამენტისადმი
2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებათა შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო გამოძიებაზე შესაძლო ზეგავლენის თაობაზე
როგორც ცნობილია, 2016 წლის 27 იანვრიდან მიმდინარეობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებათა შესახებ. გამოძიების საკითხს წარმოადგენს: 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის პერიოდში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე: 1. ქართული მოსახლეობის მკვლელობისა და ეთნოწმენდის საკითხის შესწავლა, 2. ქართულ და რუსულ სამშვიდობოებზე თავდასხმა. გამოძიების ყურადღების სფეროშია, ასევე, სხვა დანაშაულებათა შესწავლა, რაც ეხება სავარაუდო არაპროპორციული ძალის გამოყენებას რუსული და ქართული სამხედრო ძალის მხრიდან სამოქალაქო სამიზნეების მიმართ.
უკანასკნელ პერიოდში, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირებისა და უშუალოდ სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის მიერ მხარედაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან კეთდება მკაფიო განცხადებები საქართველოს დადანაშაულების შესახებ რუსეთ – საქართველოს 2008 წლის საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის თაობაზე, რაც ჩვენი აზრით, ნეგატიურად აისახება ზოგადად გამოძიებაზე და, ასევე, დაზარალებულ მოსახლეობაზე, გამოძიების მოწმეებზე, ამავდროულად, ახალისებს რუსეთის მხრიდან ოკუპაციის გავრცობას, რაზედაც მეტყველებს სოფელ ატოცში 30 ჰექტარით საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. ყოველივე აღნიშნული, შესაბამისად, იწვევს საზოგადოებაში ფართო შეშფოთებას, ემოციურ ესკალაციასა და დაპირისპირებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 25 ივლისს საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება გამოძიებაში ხელშეწყობის თაობაზე.
შესაბამისად, აღნიშნული საკითხის მიმართ ხელისუფლების მიკერძოებული და ცალსახა დამოკიდებულების გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დგება თანამშრომლობის ობიექტურობის საკითხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მათ შორის, ყველა ფრაქციას:
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ (RCT/EMPATHY)