cms-image-000008192-e1524839900509
Statement of the RCT/Empathy Regarding the Situation in the Penitentiary System of Georgia
January 20, 2021
152731193_179322487003592_5938470421689862594_n
The Statement of the RCT “Empathy” Regarding the Unlawful Arrest of the Leader of the Main Opposition Party Nika Melia
February 23, 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“-ს განცხადება მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკა მელიას უკანონო პატიმრობის შესახებ

152731193_179322487003592_5938470421689862594_n
 ცენტრი „ემპათია“ მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. „გავრილოვის ღამეს“ პარლამენტის შენობაზე შტურმის დამაჯერებელი მტკიცებულებები პროკურატურას არ წარმოუდგენია, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება ნიკა მელიას მიმართ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამოვლინებაა და მიუთითებს სამართლიანი სასამართლოს არარსებობაზე. ნიკა მელიას მიერ სამაჯურის მოხსნა და გირაოს გადახდაზე უარის თქმა უნდა იქნას განხილული გამოხატვის თავისუფლების კენტექსტში, ვინაიდან დაუმორჩილებლობის აქტი თავისთავად წარმოადგენს პროტესტის კლასიკურ ლეგიტიმურ ფორმას. ამის კლასიკური მაგალითია არაძალადობრივი წინააღმდგეგობის მაჰატმა განდისეული მოძრაობა ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის  https://www.mkgandhi.org/ebks/mindofmahatmagandhi.pdf  ამგვარ მეთოდს მიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლის გზაზე ეროვნულმა მოძრაობამ 80 – იან წლებში, რაც საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა. შესაბამისად, 23 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავზე ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და მისი ლიდერის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ ქართველი ხალხის დაშინებას და გაყალბებული არჩევნების შედეგად ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობას.
 
ცენტრი „ემპათია“ -ს პრეზიდენტი მარიამ ჯიშკარიანი
 
ცხელი ხაზი: ცენტრი „ემპათია“ 599 885468/28