152731193_179322487003592_5938470421689862594_n
The Statement of the RCT “Empathy” Regarding the Unlawful Arrest of the Leader of the Main Opposition Party Nika Melia
February 23, 2021
Logo-Empathy-Retina
ცენტრი „ემპათია“-ს საგანგებო განცხადება
March 17, 2021

ცენტრი „ემპათია“ -ს საგანგებო მიმართვა სახელმწიფო ინსპექტორს

Logo-Empathy-Apple

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის, 23/02/2021 – ში განხორციელებული დარბევისა დასირცხვილია“-  აქტივისტ ნოდარ რუხაძის მიმართ განხორციელებული ღირსების შემლახავი, უკანონო დაკავების ფაქტზე

 

    ცენტრიემპათიამიიჩნევს, რომ 23/02/2021 – ში ყველა საერთაშორისო სტანდარტის (საერთაშორისოწამების პრევენციის ეროვნული კომიტეტის 2014 წლის რეკომენდაცია გაცემული საქართველოსთვის https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=0900001680 6961f8 გვ 59 ”Teargas and pepper spray are potentially dangerous and should not be used in confined spaces”, ასევე ეროვნული რეგულაციების (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №145, ამავე ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია წიწაკის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, 2014 წლის 12 სექტემბერი.) დარღვევით მოხდა ენმ ოფისის დარბევა სპეციალური პოლიციური საშუალებებით. გამოყენებული იქნაწიწაკისგაზი დახურულ სივრცეში, რამაც საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას. განსაკუთრებით სარისკოა ამგვარი ქმედება Covid – 19 – ის გავრცელების პირობებში, ვინაიდან იწვევს სასუნთქი სისტემის დაზიანებას. ასევე, დარბევის კადრებიდან ნათელია, რომ გამოყენებული პოლიციური დანაყოფის წარმომადგენლები აბრკოლებდნენ დაზარალებულთათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ყოველივე აღნიშნული არის ადამიანების მიმართ არასათანადო და სასტიკი მოპყრობა და ექვემდებარება სახელმწიფო ინსპექტორის მხრიდან გამოძიების დაუყოვნებელ დაწყებას.
  აქვე სახელმწიფო ინსპექტორს მივმართავთსირცხვილიასაქტივისტის ნოდარ რუხაძის უკანონო თავისუფლების აღკვეთის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე, რასაც ადგილი ჰქონდა 23/02/2021 – ში საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მხრიდან. აღნიშნული ფაქტი ვიდეოდოკუმენტირებულია და სახელმწიფო ინსპექტორს შეუძლია იხილოს ამ მისამართზე: https://www.facebook.com/shamemovement/videos/952458991955123
ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევების გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორს უნდა დაეწყო დაუყოვნებლივ.
 
ცენტრიემპათიაცხელი ხაზი: 599 885468/28
მარიამ ჯიშკარიანი, გიგა ლემონჯავა, ლელი ჯანხოთელი