ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან ბატონი მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ხელის შეშლის მცდელობის შესახებ
ცენტრ „ემპათია“ – ში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი გამართავს პრესს – კონფერენციას, ს. კანდელაკის ქუჩა 23 – ში, 15.00. სთ – ზე
03/11/2021 წელს ცენტრი „ემპათია“ -ს ელ. ფოსტაზე, 21:11 სთ – ზე მიღებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის ქნ. თამთა დემურიშვილის პასუხი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ქალბატონი დემურიშვილი მოითხოვს ექსპერტთა თანხმობას, რათა მან მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა სპეციალურ სამსახურის მიერ დამუშავებული იქნას ექსპერტთა პერსონალური ინფორმაცია, მოხდეს ექსპერტთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება, ასევე, ეჭვი შეაქვს ექსპერტთა კვალიფიკაციაში. საჯაროდ, მივმართავთ, ქნ. დემურიშვილს დააზუსტოს რა სახის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს, ვინაიდან ყველა ექსპერტის პროფესიული სახელმწიფო სერთიფიკატი წარდგენილი იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი ცენტრი „ემპათია“ -ს მიმართვაში 29/11/2021 წელს. აღნიშნული სერთიფიკატები არის საჯარო და ხელმისაწვდომი სსიპ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საიტზე: http://45.8.38.201/certificate/index.php?search=004759&submit=%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წერილი არღვევს საქართველოს კანონს პაციენტის უფლებების შესახებ, ასევე, საქართველოს კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, არღვევს ციხეების ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით დაუშვებელია და პაციენტს აქვს უფლება მიიღოს ალტერნატიული აზრი თავისი მდგომარეობის შესახებ. ბატონ მიხეილ სააკაშვილს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უფლება და მან თანხმობა განაცხადა ცენტრი „ემპათია“ -ს მიერ სამედიცინო შემოწმებაზე, შესაბამისად, პენიტენციური სამსახურის სუპერვიზიას აღნიშნული საკითხი არ საჭიროებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე, წერილი გასაჩივრდება იუსტიციის მინისტრთან და მიეცემა სამართლებრივი მსვლელობა, ასევე, მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.
რაც შეეხება, საქართველოს მე – 3 პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზას „სტამბოლის პროტოკოლის“ სტანდარტების შესაბამისად, იგი ჩატარდება ნებისმიერი შეზღუდვის პირობებში, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღნიშნული წერილი თან დაერთვება შეზღუდვათა ჩამონათვალს.
ცენტრი „ემპათია“
მარიამ ჯიშკარიანი
599885468
მისამართი: კანდელაკის ქ. 23, ცენტრი „ემპათია“