არასამათავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ -ს
განცხადება
მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მორიგი ძალადობრივი დაშლის შესახებ
26/11/2019
არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ გმობს რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო, მშვიდობიანი აქციის მორიგი ძალადობრივი დარბევის ფაქტს და მიმართავს ყველა დაზარალებულთ მომართონ ცენტრ „ემპათია“ -ს სასამართლო ექსპერტიზისა და სამართლებრივი რეაგირებისათვის.
ამავდროულად მოუწოდებთ ხელისუფლებას: შეწყვიტოს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ყინვაში გასათბობი საშუალებების წართმევა, ცივი წყლის ჭავლით დარბევა არღვევს ადამიანის ჯანმრთელობის კონსტიტუციურ უფლებას, ასევე გამოხატვის თავისუფლების უფლებას და წარმოადგენს არაადამიანური მოპყრობის ნიმუშს. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას, რაც ტოტალიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელი ფენომენია.
ცენტრი „ემპათია“
ცხელი ხაზი: 599 885468 /28 პრესს-რელიზი 26 11 19