cms-image-000008192-e1524839900509
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება
January 21, 2020
89652961_1542416672584301_286002306032336896_n
არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება COVID – 19 – თან დაკავშირებული ზომების შესახებ
March 20, 2020

არასამათავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ -ს პრესკონფერენცია სამართლის ლექტორის, გიორგი მუმლაძის მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტისა და არაეფექტური გამოძიების შესახებ

80441013_2483617501735751_92056606740578304_n

არასამათავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ -ს

პრესკონფერენცია სამართლის ლექტორის, გიორგი მუმლაძის მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტისა და არაეფექტური გამოძიების შესახებ

პრესკონფერენცია ჩატარდება 2020 წლის 31 იანვარს 11 სთ – ზე ცენტრი „ემპათია“ -ს ოფისში:

კანდელაკის ქ. N 23, თბილისი. 

პრესკონფერენციას დაესწრება ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტები და ადვოკატები, ასევე თავად დაზარალებული ლექტორი, გიორგი მუმლაძე

ცენტრი „ემპათია“ იცავს სამართლის ლექტორის, გიორგი მუმლაძის ინტერესებს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე ახორციელებს კომპლექსურ ექსპერტიზას საერთაშორისო სტანდარტის სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით, გეგმავს არაეფექტური გამოძიების გამო მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

აღნიშნულ საქმეზე ცენტრმა „ემპათია“მ 15/01/2020 – ში მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და მოსთხოვა გიორგი მუმლაძის დაზარალებულად ცნობა, ასევე გამოძიების მასალების მიწოდება ექსპერტიზისათვის.

მიღებული პასუხების თანახმად, ცხადი გახდა, რომ

  1. მოწმის ან/და დაზარალებულის დაცვის გარანტიები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არ არის უზრუნველყოფილი.
  2. გამოძიება გიორგი მუმლაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სრულიად არაეფექტურია
  3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის“ შესახებ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენს ფასადურად შექმნილ ინსტიტიუციას პროკურატურის დაქვემდებარებაში, რაზედაც მეტყველებს გიორგი მუმლაძის დაზარალებულად არ ცნობის შესახებ პასუხი მთავარი პროკურატურიდან.
  4. სახელმწიფო ექსპერტიზა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, და, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მუმლაძის თანხმობით, ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ექსპერტიზას დასკვნის მოთხოვნით, პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
  5. ასევე საყურადღებოა, რომ გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის არასათანადო მუხლით, რაც საბჭოთა სტანდარტს წარმოადგენს. ილიას უნივერსიტეტის სამართლის ლექტორი, გიორგი მუმლაძე 2019 წლის 31 დეკემბერს უკანონოდ იქნა თავისუფლებააღკვეთილი საპროტესტო აქციის დროს და დაკავებისას მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობის ფაქტი. ადმინისტრაციულმა სასამართლომ იგი სამართალდარღვევაში დამნაშავედ არ ცნო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა, ასევე ადგილი ჰქონდა უკანონო თავისუფლების აღკვეთას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ცენტრი „ემპათია“                                                                                                                                                                                          ცხელი ხაზი: 599 885468 /28