27/07/2020 წლის 14 საათსა და 24 წუთზე ტელეკომპანია პირველის ეთერში, ქალბატონმა მაია ნიკოლეიშვილმა, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიამ ჯიშკარიანი წამყვანმა მაია მამულაშვილმა მოიხსენია, როგორც სასამართლო – სამედიცინო ექსპერტი და მარიამ ჯიშკარიანმა ეს არ უარყო. გაცნობებთ, რომ წამყვანმა მარიამ ჯიშკარიანი მოიხსენია, როგორც სამედიცინო ექსპერტი, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი სპეციალობის ექიმი, რომელსაც აქვს გარკვეული საექსპერტო გამოცდილება შეიძლება იყოს ექსპერტი. არც ერთ ეთერში მარიამ ჯიშკარიანს არ განუცხადებია, რომ არის სასამართლო – სამედიცინო ექსპერტი. ამგვარად, ტელეკომპანია პირველის მეშვეობით ნიკოლეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას.
განვმარტავთ, რომ ცენტრ „ემპათია“ -ს აქვს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზები და მარიამ ჯიშკარიანი არის უფლებამოსილი პირი ისაუბროს ცენტრი „ემპათია“-ს სახელით, კერძოდ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი პრეზიდენტი და სამედიცინო დირექტორი, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტი – კონსულტანტი.
ამავდროულად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით ევრო – კონვენციის მე – 8 მუხლის დარღვევად არის მიჩნეული ყალბი ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულ თემაზე ცენტრ „ემპათია“ -ს 2018 წელს მოგებული აქვს საქმე – ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ.
ცენტრი „ემპათია“
ცხელი ხაზი: 599 885468 /28