კიდევ ერთი მოგებული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება იყო ცენტრი “ემპათია” -ს კომპლექსურ- კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შესრულებული გაეროს “სტამბოლის პროტოკოლის” პრინციპების შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში ასევე არსებობდა სრულიად განსხვავებული სამხარაულის ეროვნული ბიუროს ორი სასამართლო სამედიცინო დასკვნა, თუმცა, სასამართლო არასათანადო მოპყრობის ნაწილში მთლიანად იზიარებს ცენტრი “ემპათია” -ს დასკვნას.
Case Arkania v. Georgia