Logo-Empathy-Retina
არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ს განცხადება წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით
September 30, 2020
Logo-Empathy
პრეს-კონფერენცია თემაზე : ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ‘’სამოქალაქო პლატფორმა 20/20’’-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ ‘’ემპათია’’-ს შორის.
October 12, 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ს საგანგებო განცხადება და პრეს-კონფერენცია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტების შესახებ

Logo-Empathy

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრიემპათია“ – საგანგებო განცხადება და პრესკონფერენცია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტების შესახებ – 05.10.2020

პრესკონფერენცია გაიმართება ცენტრიემპათია“- ოფისში,

მის.: სიმონ კანდელაკის ქუჩა 23,

ტელ.: 238 10 15;

ცხელი ხაზი: 599 88 54 68/28

პრესკონფერენციის ჩატარების დრო: 16:00. სთ

პრესკონფერენციას დაესწრება დაზარალებული პირები და მათი წარმომადგენლები

 

წინასაარჩევნო პერიოდში საგანგაშოდ გახშირდა ძალადობის ფაქტები ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებზე, მედიისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებზე. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2020 წლის 29 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ფაქტი, რა დროსაც სასტიკად იქნა ნაცემი მამაშვილი ქველაძეები, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი. აღნიშნულ ძალადობრივ ქმედებაში, დიდი ალბათობით, მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის ადგილობრივი მაღალჩინოსნები, ხოლო პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მდუმარე თანხმობას. ცენტრმაემპათიასაჯაროდ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს აღნიშნული ფაქტების გამოძიებისათვის, თუმცა, საქმეს იძიებს ადგილობრივი პოლიცია.

04.10.2020 – ში ცენტრმაემპათიააცნობა ადგილობრივი პოლიციის გამომძიებელს, რომ დაზარალებული ლაშა ქველაძის ინტერესებს დაიცავს ცენტრიემპათია“, თუმცა, აღნიშნული პირი მოტყუებით იქნა მიყვანილი პოლიციაში და განხორციელდა მისი დაკავება. ფორმალური ბალანსისათვის, ასევე, დაკავებულ იქნა მმართველი პარტიის ორი აქტივისტი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოძიება აღნიშნული ფაქტების მიმართ ფორმალური და მიკერძოებულია. აგრეთვე, სახეზეა დამნაშავე პირებისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა.

ძალადობის ფაქტების გახშირება, სახელმწიფოს მხრიდან სწრაფი, ეფექტური და მიუკერძოებელი საგამოძიებო მოქმედებების განუხორციელებლობა, აგრეთვე მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო დამნაშავეთათვის პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა წარმოადგენს ძალადობის ახალი ფაქტების წახალისებას და ეჭვქვეშ აყენებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვას, შესაბამისად საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობასა და ლეგიტიმურობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრიემპათიაგანახორციელებს წინასაარჩევნო პერიოდში ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლის ფაქტების მონიტორინგს და დაზარალებულთა სამართლებრივ მხარდაჭერას. მოვუწოდებთ, ყველას ვინც თვლის, რომ მის თავისუფალ ნებაზე ხორციელდება ზეწოლა ან რაიმე სახის ზეგავლენა მოგვმართოს ცენტრიემპათია“ – ცხელ ხაზზე: 599 88 54 68/28.