Logo-Empathy
პრეს-კონფერენცია თემაზე : ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ‘’სამოქალაქო პლატფორმა 20/20’’-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ ‘’ემპათია’’-ს შორის.
October 12, 2020
WhatsApp Image 2020-10-28 at 16.57.56
არასამთავრობო ორგანიზაცია – ცენტრი „ემპათია“-ს სპეციალური ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ
October 29, 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი ‘’ემპათია’’-ს საგანგებო პრეს – კონფერენცია

Logo-Empathy

საგანგებო პრეს – კონფერენცია

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი ‘’ემპათია’’

პრესკონფერენცია გაიმართება ცენტრი ‘’ემპათია’’- ოფისში,

მის: სიმონ კანდელაკის ქუჩა 23 ტელ: 2 38 10 15

ცხელი ხაზი: 599 88 54 68/28

პრესკონფერენციის ჩატარების დრო: 11:00 სთ.

სამშაბათს, 20 ოქტომბერს, ცენტრი „ემპათია“ გამართავს საგანგებო პრეს-კონფერენციას გივი და ლაშა ქველაძეებზე მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლისა და მათი უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

ცენტრმა „ემპათია“ 2020 წლის 16 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ვიზიტისას მოიპოვა ინფორმაცია ქველაძეების ოჯახზე მიმდინარე განგრძობადი, მძიმე პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.

დადგინდა, რომ გივი და ლაშა ქველაძეები პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლები არიან 2014 წლიდან, რაც გულისხმობს, მათ მიმართ სისტემატიურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, საკუთრების უფლების შეზღუდვასა და სხვა მძიმე ფაქტებს.

ცენტრმა „ემპათია“ მიმართა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და სახალხო დამცველს შემქნილი ვითარების მონიტორინგისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე შესაბამისი რეაგირებისათვის.

პრეს-კონფერენციას დაესწრებიან ცენტრი „ემპათია“-ს წარმომადგენლები, აგრეთვე გივი და ლაშა ქველაძეები.