Logo-Empathy
არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი ‘’ემპათია’’-ს საგანგებო პრეს – კონფერენცია
October 19, 2020
WhatsApp Image 2020-10-28 at 16.57.56
Special Report on Physical and Psychological Violence for Pre-Election period was published by the Non-Governmental Organization – RCT “EMPATHY”.
October 29, 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია – ცენტრი „ემპათია“-ს სპეციალური ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ

WhatsApp Image 2020-10-28 at 16.57.56

2020 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაცია – ცენტრი „ემპათია“-ს სპეციალური ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ

 

ანგარიშის სრული ტექსტი, ელექტრონული სახით ხელმისაწვდომია ცენტრი „ემპათია“ -ს ვებ-გვერდზე: www.empathy.ge ასევე ფეისბუქის საშუალებით: Facebook/Rct.Empathy.

ანგარიში მოიცავს 04/09/20 – 27/10/20 პერიოდს და მასში ასახულია ფიზიკური ძალადობისა და ამომრჩეველთა თავისუფალ არჩევანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების 27 ფაქტი. ფაქტები ეხება ცენტრი „ემპათია“ -ს ბენეფიციარებს, ასევე, კვლევის ფარგლებში შეგროვებულ იქნა ინფორმაცია დამოუკიდებელი მედია საშუალებებიდან. ცენტრი „ემპათია“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის აღნიშნულ მედია საშუალებებსა და ჟურნალისტებს, ასევე ორგანიზაციის ბენეფიციარებს.

ანგარიშში, ძალადობრივ ფაქტებთან ერთად, ყურადღება იქნა გამახვილებული ძალოვანი სტრუქტურების როლზე ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის პროცესში, ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნის არჩევნებზე ზეგავლენისათვის გამოყენების ფაქტებზე („კარტოგრაფების საქმე“) და COVID-19-ით საარჩევნო პროცესზე მანიპულირებაზე, ამომრჩეველთა სტიგმატიზირებასა და არჩევანის უფლების შეზღუდვაზე.

დოკუმენტი გადაეგზავნა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ – ს საელჩოებს, ასევე ეუთოს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს. ანგარიში ასევე ეგზავნება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფს.

ანგარიშში აღწერილი ძალადობის ფაქტები ემსახურება საზოგადოების დაშინებას და საფრთხეს უქმნის არჩევნების ლეგიტიმურობას. ცენტრი „ემპათია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადეკვატურად გამოიძიოს ყველა ფაქტი და მოახდინოს ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენცია, ასევე, მიმართავს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რეაგირება მოახდინონ ამგვარ ფაქტებზე, არჩევნების დღესა და მომდევნო პერიოდში დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით.

ანგარიში არ მოიცავს ძალადობის ყველა ფაქტს.