2020 წლის 10 ნოემბერს, საღამოს 21:00-ზე, ქველაძეების ოჯახის მიმართ განხორციელდა მორიგი ძალადობრივი აქტი, რაც გამოხატული იყო თავდასხმაში. მამა-შვილი ქველაძეების კერძო საკუთრებასთან მობილიზდა ის დაჯგუფება, რომელმაც მათზე 2020 წლის 29 სექტემბერს იძალადა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვინაიდან ლაშა და გივი ქველაძეები არიან ოპოზიციური პარტიის ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები, მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, მათ მიმართ ძალადობას პერმანენტული ხასიათი აქვს.
დაზარალებული ლაშა ქველაძის გადმოცემით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე თანმხლებ პირებთან ერთად, მივიდა ქველაძეების საცხოვრებელ სახლთან და ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზების გაჟღერება დაიწყო. დაჯგუფებაში ასევე იყვნენ: საკრებულოს იურისტი- შერმადინ ბოჭოიძე, სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი- ვაჟა შუბითიძე, თემურ შუბითიძე, ტარიელ დარბაიძე, ანდრო ჯოხაძე.
მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს ზემოთაღნიშნულმა პირებმა იძალადეს ქველაძეების ოჯახზე და ასევე დააზიანეს ლაშა ქველაძის მანქანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დღემდე ბუნდოვნად და არაეფექტურად მიმდინარეობს. 2020 წლის 10 ნოემბრის ფაქტთან დაკავშირებით ქველაძეების ოჯახმა მიმართა ადგილობრივ პოლიციას, თუმცა, მათ ვერ მიიღეს ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ინფორმაცია, თუ რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
ცენტრი ‘’ემპათია’’ მხარდაჭერას უცხადებს ქველაძეების ოჯახს და მათი ინტერესების დასაცავად, მიმართავს:
ცხელი ხაზი: 599 88 54 68/28