download (3)
ცენტრი “ემპათია” -ს განცხადება
February 2, 2018
images (7)
The Statement of the NGO “RCT/Empathy” regarding captivity, torture and killing of Archil Tatunashvili by the Occupation Regimen and the Recommendation to the Georgian Government
March 1, 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება არჩილ ტატუნაშვილის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო პატიმრობის, წამებისა და მოკვლის თაობაზე, ასევე რეკომენდაცია, საქართველოს მთავრობას

download (1)

წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ იცავს მრავალი დაზარალებულის ინტერესს, მცხოვრებთ ოკუპაციის ზონასა და სამხედრო კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში, მათ შორის, მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ინტერესს. ამ ეტაპზე მზადდება სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 39-ე წესის გამოყენების მოთხოვნით, რის შესახებაც 2018 წლის 28 თებერვალს განაცხადა ცენტრი „ემპათია“ -ს ხელძღვანელმა TV 1 – ის ეთერში.

 ცენტრი უზრუნველყოფს როგორც სამართლებრივ, ასევე სასამართლო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2015 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიება რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის დროის დანაშაულებებზე. სამწუხაროდ, აღნიშნული გამოძიების ჩარჩო არ მოიცავს კოდორის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და არც 2008 წლის ოქტომბრის შემდგომი პერიოდის ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებს როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთისა და მიმდებარე საოკუპაციო ზოლიდან.

 აუცილებელია საქართველოს მთავრობას ჰქონდეს მწყობრი და თანმიმდევრული უსაფრთხოების პოლიტიკა, ინკორპორირებული ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულობით, რათა შესაძლებელი გახდეს მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება და არსებულ გამოწვევებზე ადექვატური პასუხის გაცემა. 

 ცენტრი „ემპათია“ მოუწოდებს საქართველოს  მთავრობას შეიმუშაოს ეფექტური და მრავალმხრივი უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის, აღძრას საკითხი საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების ჩარჩოს გაფართოების თაობაზე და ეფექტურად გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმი, გაამკაცროს კანონმდებლობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებაში.

  წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“

საკონტაქტო მონაცემები:

ტელ: 238 10 15

ფაქსი: 238 10 33

ცხელი ხაზი: 599 88 54 68; 599 88 54 28.

Web-page: www.empathy.ge

Email: centre@empathy.ge

            eka@empathy.ge

FB: Rct Empathy

Skype: rct.empathy

 

news empathy