qveladze
Non-Governmental Organization RCT ‘’EMPATHY” Special Statement
November 12, 2020
strasburgissasmartlo
RCT Empathy Press-release
December 24, 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია – ცენტრი „ემპათია“-ს პრეს-რელიზი

strasburgissasmartlo

 

 

„გიორგი მუმლაძე საქართველოს წინააღმდეგ“

„გ. ჭ. საქართველოს წინააღმდეგ“

ცენტრი „ემპათია“ იცავს 2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, განხორციელებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაზარალებულ პირებს და წარმოადგენს მათ, როგორც შიდასახელმწიფოებრივ, აგრეთვე საერთაშორისო ინსტანციებში.

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, ცენტრი „ემპათია“ წარმოადგენს სამოქალაქო აქტივისტ -გიორგი მუმლაძისა და მოქალაქე – გ.ჭ. ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ცენტრი „ემპათია“-ს მიერ წარდგენილი საჩივარი ბატონი გიორგი მუმლაძის მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით და საქმეს მიენიჭა შესაბამისი ნომერი. სასამართლო შესაძლებლობისთანავე განიხილავს წარდგენილ საჩივარს თანდართული დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების ჩათვლით. გაცნობებთ, რომ ბატონი გიორგი მუმლაძის საქმეზე სასამართლო განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე, მეექვსე და მეცამეტე მუხლების შესაძლო დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და დამამცირებელ დასჯას, სამედიცინო დაუხმარებლობას სავარაუდო მსხვერპლის მიმართ, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების დარღვევას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ცენტრი „ემპათია“-ს მიერ წარდგენილი კიდევ ერთი საჩივარი ბატონი გ. ჭ. მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით და საქმეს მიენიჭა შესაბამისი ნომერი. სასამართლომ დაიწყო კომუნიცირების ეტაპის პირველი ფაზა, რომლის დროსაც რესპოდენტ მთავრობას ეძლევა დავის მორიგებით გადაწყვეტის შესაძლებლობა კანონდარღვევის ცნობისა და შესაბამისი კომპენსაციის ნებაყოფლობით უზრუნველყოფის შემთხვევაში. აქვე გაცნობებთ, რომ ბატონი გ.ჭ. საქმეზე სასამართლო განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე და მეექვსე მუხლების დარღვევას, რაც გულისხმობს წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის, საქმის სამართლიანი განხილვის უფლებისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების დარღვევას.

ცენტრი „ემპათია“ აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საქმეებზე, რათა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უზრუნველყოფილ იქნეს საქმის ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ყველა აუცილებელი დოკუმენტითა და მტკიცებულებით.

ცენტრი „ემპათია“ მიმართავს პირებს, რომლებიც თავს სახელმწიფოსაგან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევენ, მიმართონ ცენტრს ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ან მიაკითხონ ორგანიზაციის ოფისს.

 

ცენტრი ‘’ემპათია’’

ტელ.: 238 10 15;

 

ცხელი ხაზი: 599 88 54 68/28