IMG_6958
News from RCT/Empathy
June 21, 2018
901a0bc24527e9e3d61c57e95749715a
News RCT/EMPATHY June 26, 2018
June 25, 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“-ს განცხადება/ანონსი

Facebook Banner June 26

26 ივნისი გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეა

ამ დღესთან დაკავშირებით, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ მიმართავს ხელისუფლებას, ოპოზიციას და საზოგადოებას, გამახვილებული იქნას ყურადღება საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც გამართავს

პრესს – კონფერენციას ცენტრი „ემპათია“ -ს ოფისში (კანდელაკის ქ. N23, 11.00. სთ – ზე)

კერძოდ, განხილული იქნება შემდეგი აქტუალური საკითხები,

1. გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის მუხლი 11 – 12 – ის შესაბამისად, წევრი სახელმწიფო ვალდებულია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ჩაატაროს სწრაფი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საქართველოში პროგრესი არ შეინიშნება, რაც ასევე, წარმოადგენს საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების იგნორირებას. საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად გაურკვეველი ფუნქციების პერსონალური დაცვის ინსპექტორის პოზიციასთან შეთავსების შესახებ, კატეგორიულად არამართებულად მიგვაჩნია.
2. ამავდროულად, ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებმა, მათ შორის, დახურულ დაწესებულებებში, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საჭიროა დამოუკიდებელი მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების

ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება წვდომა დახურული ტიპის დაწესებულებებში, რათა ამ სისტემათა გამჭვირვალობა და კონტროლის მექანიზმები გაიზარდოს, რაც ასევე წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს.
3. ასევე, მიუღებლად და არადემოკრატიულად მიგვაჩნია პროკურატურის შესახებ კონსტიტუციის 65 – ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად საბჭოთა მოდელის აღდგენა ხდება, განსაკუთრებით კი ორგანული კანონის შემოღებით, სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს კონსტიტუციის მიხედვით ორგანული კანონის მიღების პროცედურაში ცვლილებები.
4. სამწუხაროდ, სამართლებრივი სფეროს მხრივ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება, აღნიშნული კონსტიტუციის ამოქმედებით, კიდევ უფრო არასახარბიელო განვითარებას ჰპოვებს როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ბიზნესის დამოუკიდებლობის სფეროში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ცენტრი „ემპათია“, კანდელაკის ქ. 23, თბილისი
ცხელი ხაზი: +995 599 885468/28
ოფისი: +995 32 2381015
www.empathy.ge
Facebook: Rct.Empathy

26 ივნისი 2018 Final GEO