AP1A9045
ლექცია რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე
June 13, 2019
1561097371512894
განცხადება 2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქციის ვერაგული დარბევის შესახებ
June 21, 2019

განცხადება საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით

Logo-Empathy-Retina

პრეს – რელიზი 20/06/2019

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ს (RCT/EMPATHY)
განცხადება საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, მიუხედავად მცოცავი ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისა ოკუპირებულ და პარა – ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებისადმი დაუშვებლად მიგვაჩნია.

კოლაბორაციულმა პოლიტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა უხეში დამრღვევი საოკუპაციო რეჟიმის დეპუტატები აღმოჩნდნენ.

ვფიქრობთ, ამ ფაქტზე უნდა მოხდეს მკაცრი საზოგადოებრივი რეაგირება საყოველთაო პროტესტის სახით, უმართავი პროცესის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელად მიგვაჩნია:
1) რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა
2) არჩევნებამდე საარჩევნო კოდექსის ძირეული ცვლილება, რაც ასევე მოიცავს საარჩევნო კომისიების ცვლილებასაც.

ცენტრ „ემპათია“-ს წლების განმავლობაში ოკუპირებულ და პარაოკუპირებულ ზონებში დაზარალებულმა ათასობით ადამიანმა მიმართა დახმარების მიზნით. ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს ჰოლისტურ ინტერვენციას არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“
საკონტაქტო მონაცემები:
ტელ: +995 32 238 10 15
ფაქსი: +995 32 238 10 33
ცხელი ხაზი: +995 599 88 54 68; +995 599 88 54 28.
Web-page: www.empathy.ge
Email: centre@empathy.ge
eka@empathy.ge
f: Rct Empathy

 

Press Release June 20 2019