პრეს – რელიზი 21/06/2019
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“-სა და 6 არასამთავრობო ორგანიზაციის
განცხადება საქართველოს პარლამენტთან 2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქციის ვერაგული დარბევის შესახებ
ცენტრი „ემპათია“ და მეგობარი არასამთავრობო ორგანიზაციები კატეგორიულად ვგმობთ პოლიტიკური დემონსტრაციის სასტიკი დარბევის ფაქტს და მივიჩნევთ, რომ ადგილი ჰქონდა ძალის არამართლზომიერ გამოყენებას, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დაშინებას, 1989 წლის 9 აპრილის დარბევის სიტუაციის განმეორებითი ინსცენირებით, რაც ასევე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ინსტრუმენტად უნდა შეფასდეს. შესაბამისად, დარღვეულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები. სასტიკი დაზიანებები მიიღო 240 – ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმა და მშვიდობიანმა მომიტინგეებმა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებაც. აღნიშნული ვანდალიზმი ვფიქრობთ, უნდა იქნას ადეკვატურად გამოძიებული და ბრძანების გამცემნი დასჯილნი.
ცენტრი „ემპათია“ და მეგობარი არასამთავრობოების ჯგუფი მოახდენს ფაქტების დოკუმენტირებას და ჰოლისტურ დახმარებას გაუწევს დაზარალებულებს, რაც ასევე მოიცავს სამართლებრივ დახმარებასაც, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლების მიერ სასტიკად იქნა დარბეული მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც აპროტესტებდნენ ხელისუფლების პრო – რუსულ პოლიტიკას და იდგნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის სადარაჯოზე.
დაზარალებულთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის მეშვეობით:
+995 599 885468; +995 599 885428. ან/და ფეისბუქის გვერდიდან Rct.Empathy