fb_link_support_ukraine727
სამედიცინო დახმარება უკრაინისთვის
April 7, 2022
ემპათია-ქართული-პოსტი
ცენტრი “ემპათია” საქართველოში მყოფ ომის მსხვერპლ უკრაინელებს სთავაზობს: ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას, სამხედრო დანაშაულებათა დოკუმენტირებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის, ასევე 24 საათიან სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციებს. USAID/EWMI მხარდაჭერით.
May 25, 2022

დასკვნა N03-05/22 მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობისა და მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის შესახებ

Logo-Empathy-Retina

IV: დასკვნა ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ:

ამგვარად, პენიტენციურ სისტემაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ზემოქმედების სხვადასხვა ეპიზოდებით.
ამჟამად, შეზღუდული ხასიათის სამედიცინო ინფორმაციისა და კლინიკური შემოწმების შეუძლებლობის პირობებში, ვასკვნით შემდეგს:
სახეზეა კვლავ შემდეგი დიაგნოზები:
  1. Victims of torture and ill-treatment – Z 65.4 (წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი) (ნეიროლეფსიურ სინდრომზე) – ICD თავი Y 40 – 59: სამკურნალწამლო საშუალებები, მედიკამენტები და ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენს არასასურველი რეაქციების მიზეზს მათი თერაპიული გამოყენების დროს: Y 49.5. სხვა ანტიფსიქოზური და ნეიროლეფსიური საშუალებები (Other antipsychotics and neuroleptics).
  2. Effects of hunger: T73.0. (შიმშილობის ეფექტი/შედეგი)
ამჟამად აღენიშნება:
1. ვერნიკეს ენცეფალოპათია – E 51.2.; 
2.დაუზუსტებელი ცილოვან – ენერგეტიკული უკმარისობა   – Unspecified protein-energy malnutrition – E 46,           პოლინეიროპათია კვებითი დეფიციტის დროს – (Polyneuropathy in nutritional deficiency (E40-E64†) ) – G 63.4.
 3.  პოსტტრავმული სტრესული აშლილობა – F 43.
 4. თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ორგანული ემოციურად ლაბილური (ასთენიური) აშლილობა – F 06.6. რაც ასევე მოიცავს შერეულ შფოთვით – დეპრესიულ ეპიზოდებს. (Organic and emotionally labile (asthenia) disorder, caused by brain damage and dysfunction – F 06.6.(A disorder characterized by emotional incontinence or lability, fatigability, and a variety of unpleasant physical sensations (e.g. dizziness) and pains, but arising as a consequence of an organic disorder).
5. Gastro-oesophageal reflux disease with oesophagitis- K21.0 – რეფლუქს ეზოფაგიტი
6. Other acute (erosive) gastritis – K29.1 – სხვა მწვავე გასტრიტი
7. Duodenitis – K29.8 – დუოდენიტი
8. K90 Intestinal malabsorption (ინტენსტინალური მალაბსორბცია)? საჭიროებს დიაგნოსტიკურ კვლევას, რაც არ არის ჩატარებული
9. R 63.0: Anorexia; (სიმპტომური ანორექსია, მადის დაკარგვა) = R 63.4 Abnormal weight loss (წონის კარგვა)
აღნიშნული დიაგნოზები დიდი ალბათობით პირდაპირ მიზეზ – შედეგობრივ კავშირშია: გახანგრძლივებული შიმშილობის შემდეგ კვებითი აღდგენითი თერაპიის არაეფექტურ წარმართვასთან, შემდგომში ასევე ვერნიკეს ენცეფალოპათიის შეუსაბამო მკურნალობასთან. შიმშილობის გახანგრძლივება კი გამოიწვია ტრავმული – სტრესული გარემოს ზემოქმედებამ. ყოველივე ერთობლიობაში იწვევს ადამიანის ფსიქო – ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის თანდათანობით გაუარესებას და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.
ამავდროულად, საგანგაშოა ჰიპოპროტეინემია, ჰიპოალბუმინემია, ანემია, საკვების მიუღებლობა, ფსიქო – ფიზიკური გამოფიტვა, ფსიქო – ფიზიკური განლევადობა, კუჭ – ნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება, თანმდევი ფსიქიკური კომპონენტების დამძიმებით. აღნიშნული მაჩვენებლები და წარმოდგენილი დიაგნოზები მიუთითებს ფსიქო – ფიზიკური ჯამრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე. ამას ემატება არასათანადო მკურნალობა, კერძოდ, წარმოდგენილი მედიკამენტოზური მკურნალობა სიმპტომურია და არა პათოგნომური, ამასთანავე, იგი ღებულობს 9 სახის მედიკამენტს ან/და დანამატს, რომელიც ეფექტის ურთიერთგაძლიერების მექანიზმით, შესაძლოა ამძიმებდეს პაციენტის მდგომარეობას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პაციენტი კვლავ ღებულობს ნეიროლეფსიურ პრეპარატს, რაც კორსაკოვის სინდრომის რისკის შემთხვევაში დაუშვებელია.
ამასთანავე, კვლავ არ მიმდინარეობს ვერნიკეს ენცეფალოპათიისა და პოლინეიროპათიის პათოგნომური მკურნალობა – დიაგნოსტიკა, შესაბამისად, შეუძლებელია PTSD და ემოციური აშლილობების ეფექტური მკურნალობა. არასწორად წარმართულმა refeeding პროცესმა გამოიწვია მდგომარეობის თანდათანობითი დამძიმება, აღნიშნულმა სიმპტომატიკამ დისპეპსიური მოვლენების სახით გორის სამხედრო ჰოსპიტალშივე იჩინა თავი.

V: რეკომენდაციები

ამგვარად, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე: პოლიორგანული უკმარისობის რისკისა და სომატო – ნევროლოგიური, ფსიქიკური კომპონენტების გათვალისწინებით, პაციენტი საჭიროებს:
  1. ინტენსიურ თერაპიას: ინფუზიურ/ტრანსფუზიური, დეზინტოქსიკაციური და პარენტერალური კვებითი თერაპიის, სხვა ინტენსიური თერაპიის ღონისძიებების (ადგილზე მდგომარეობის გათვალისწინებით) სახით.
  2. საჭიროებს დამატებით დიაგნოსტიკას: თ.ტ. ზურგის ტვინის მრტ კვლევა, როგორც მინიმუმ. ნეირო – ფსიქოლოგიურ გამოკვლევას.
  3. კუჭ – ნაწლავის ტრაქტის სრულყოფილ გამოკვლევას.
  4. მრტ ან/და კტ – კონტრასტით სკრინინგს, შესაძლოა, ღვიძლის ფიბროსკანირებას
  5. ლაბორატორიულ კვლევებს, ტოკსიკოლოგიური კვლევის ჩატარებას
  6. მკურნალობის კურსის ცვლილებას, ინდივიდუალური მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას, მკურნალობის კურსისადმი პათოგნომური მიდგომით.
  7. შესაბამისად, პაციენტი სასწრაფო წესით უნდა იქნას გადაყვანილი მაღალტექნოლოგიურ მულტი – პროფილურ კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის, კვებითი თერაპიის სპეციალური განყოფილებებითა და ნეირო – ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხანგრძლივი გამოცდილებით, დისტრესული სიტუაციებისაგან თავისუფალ გარემოში.

    VI:      პროგნოზი

    შესაბამისი ზომების არ მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია, მდგომარეობის შეუქცევადი გაუარესება:
          1. კორსაკოვის სინდრომის თანდათანობითი ჩამოყალიბება (გზა დემენციისაკენ)
    1. ცალკეული ორგანოთა სისტემის მხრივ ან პოლი – ორგანული უკმარისობა
    2. ფსიქო – ფიზიკური განლევადობა, კახექსია
    3. ლეტალური გამოსავალი