პრეს – რელიზი
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ (RCT/EMPATHY) საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მეგობარ არასამთავრობოთა კოალიციასთან ერთად State Craft lab – ისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის მხარდაჭერით
აწყობს შეხვედრა – ლექციას რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე მიმდინარე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების შესახებ
შეხვედრა – ლექცია ჩატარდება 14 ივნისს, 14.00 სთ – ზე თბილისის ღია უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, უნივერსიტეტის ქუჩა N2.
შეხვედრაზე მთავარი სპიკერ – მომხსენებლები იქნებიან
ბატონი კაუპო კანდ – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
ბატონი ბექა ძამაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროსასამართლოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ორგანიზატორები არიან: არასამათავრობოთა კოალიციის წარმომადგენლები:
შეხვედრას დაესწრებიან სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები. გაიმართება დისკუსია რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების შესახებ.