Aerienne
“Mariam Jishkariani v Georgia”
September 21, 2018
42371196_2104552663207002_1414506144172343296_n
“Mariam Jishkariani v Georgia”
September 24, 2018

მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ

View of the Court's main entrance

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“-ს

პრეს – კონფერენცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოგებულ საქმეზე:

მარიამ  ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ

აღნიშნული პრეს – კონფერენცია ჩატარდება

 22 სექტემბერს, 13:00. სთ – ზე, ცენტრი „ემპათია“ -ს ოფისში:

კანდელაკის ქუჩა N23, თბილისი

პრეს – კონფერენციაზე ინფორმაციას აღნიშნულ საქმეზე მოგაწოდებთ თავად მარიამ ჯიშკარიანი და ასევე ცენტრი „ემპათია“ -ს ადვოკატები: ლია მუხაშავრია და იოსებ ხატიაშვილი

2018 წლის 20 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ- გვერდზე გამოქვეყნებული იქნა სასამართლოს განჩინება საქმეზე მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ https://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=home . აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაადგინა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე – 8 მუხლის დარღვევა (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სასამართლო სისტემის მხრიდან მარიამ ჯიშკარიანის რეპუტაციის დაუცველობის გამო. საქმე ეხებოდა ფაქტს, რომლითაც იუსტიციის მინისტრი ბატონი კ. კემულარია ახორციელებდა ცენტრი „ემპათია“ -ს ხელმძღვანელზე ზეწოლასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას მას – მედიის საშუალებებით, წამების ფაქტების დოკუმენტირების გამო.

აღნიშნული პრეცენდენტი ამკვიდრებს ნორმას, რომ ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება, თუნდაც, საჯარო პირის წინააღმდეგ დაუშვებელია.

შემთხვევა  უნიკალურია, ვინაიდან ეხება ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციაზე და მის ხელმძღვანელზე ზეწოლას და რეპუტაციის შელახვას, რასაც, სამწუხაროდ, ცენტრი „ემპათია“ -ს მისამართით არაერთგზის ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, ვფიქრობთ, უნდა გამკაცრდეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული რეგულაციები, რათა უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის უფლებათა დამცველთა და განსაკუთრებით კი ექსპერტთა დაცვის მექანიზმები.

 

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“

საკონტაქტო მონაცემები:

ტელ: +995 32 238 10 15

ფაქსი: +995 32 238 10 33

ცხელი ხაზი: +995 599 88 54 68; +995 599 88 54 28.

Web-page: www.empathy.ge

Email: centre@empathy.ge

eka@empathy.ge

f: Rct Empathy

პრეს რელიზი 2018 22 სექტემბერი