პრესს – რელიზი 10/09/2019
ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათია“ – ზე
2019 წლის 20 აგვისტოს, დაწესებულების ხელმძღვანელის მივლინების დროს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს 3 თანამშრომელი, ყოველგვარი შეთანხმებისა თუ შესაბამისი ბრძანების წარმოდგენის გარეშე, თავს დაესხა ცენტრ „ემპათია“ -ს და თანამშრომლებს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ დაჯარიმების ოქმზე, ვითომდაც ცენტრი „ემპათია“ -ს მხრიდან სასამართლო ექსპერტიზების ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო. 26 აგვისტოს ცენტრი „ემპათია“ -ს ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და იურისტი გიორგი ლემონჯავა იმყოფებოდნენ რეგულირების სააგენტოში შეხვედრაზე, ცხადი გახდა სააგენტოს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, მათ ვერ წარმოადგინეს ვერც ბრძანება, რითიც შევიდნენ „ემპათია“ – ში და ვერც ის ოქმი, რაც იქ მიიტანეს, გაუგებარი იყო მათი მოთხოვნა მაქსიმალური დაჯარიმების თაობაზე, რაც ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, წერილობით გამოაგზავნეს ცენტრ „ემპათია“ – ში. ცენტრ „ემპათია“ -ს არ დაურღვევია ლიცენზირების პირობები, შესაბამისად, ჩვენ ადმინისტრაციული წესით საჩივარი შევიტანეთ რეგულირების სააგენტოსა და ჯანდავის მინისტრის სახელზე (02/09/2019), თუმცა, დღემდე პასუხი არ მიგვიღია. აღნიშნულ ფაქტს განვიხილავთ, როგორც ცენტრი „ემპათია“ -სადმი მოტივირებულ დევნა – შევიწროებას, ვინაიდან, რეგულირების სააგენტოს სადამსჯელო დანაყოფად გამოყენების მოტივაცია, ვფიქრობთ, სხვაგან უნდა გადაწყვეტილიყო. ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს ადვოკატირებას, მათ შორის, სასამართლო ექსპერტზებს სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ტატუნაშვილისა თუ კვარაცხელიას საქმეები, პოლიციის მხრიდან შესაძლო წამების ფაქტების შემთხვევები, პოლიტიკურად მოტივირებული წამების შემთხვევები, ასევე 20 – 21 ივნისს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა საქმეები. ცენტრი „ემპათია“ არის ერთადერთი არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სასამართლო სამედიცინო და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზების ლიცენზიები და ახორციელებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (სტამბოლის პროტოკოლი, მინესოტას პროტოკოლი).ვფიქრობთ, აღნიშნული გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ -ს მოტივირებული დევნის საფუძველი. სასამართლოში საქმის წარმართვის შემთხვევაში ცენტრი „ემპათია“ -ს ინტერესებს დაიცავს ჩვენი იურისტები და არასამათავრობო ორგანიზაცია GDI.
ცენტრი „ემპათია“
ცხელი ხაზი: 599 885468 /28