1561097371512894
განცხადება 2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქციის ვერაგული დარბევის შესახებ
June 21, 2019
0
Press Release – 24/06/2019
June 25, 2019

პრესს – რელიზი 24/06/2019

download

პრესს – რელიზი  24/06/2019

 

2019 წლის 20 ივნისს, სასტიკად იქნა დარბეული საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია. დარბევისას დაზარალდა ასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელთაგანაც 30-ზე მეტმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, რამოდენიმემ დაკარგა თვალი, 305 ადამიანი კი უკანონოდ იქნა დაპატიმრებული.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ შსს-ს სპეცრაზმის მიერ ძალის ამ უხეშ, არაპროპორციულ გამოყენებაზე არ მოახდინა ადეკვატური რეაგირება,  ხოლო ამ სასტიკი დარბევის ბრძანების გამცემმა და ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩია დამნაშავეებზე ხელის დაფარებისა და კანონის უგულებელყოფის გზა.  

ასეთ აშკარა უკანონობასთან ბრძოლისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ახალგაზრდა იურისტთა ჯგუფმა, 2019 წლის 23 ივნისს, დაიწყო პერმანენტული შიმშილობა  შემდეგი მოთხოვნებით:

 1. გადაყენებულ იქნას ჯალათი გახარია !!!

 2. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ 2019 წლის 20 ივნისს გამართული რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციის სისხლიანი დარბევისას უკანონოდ დაპატიმრებულნი !!!

 3. სწრაფად და ეფექტურად იქნას გამოძიებული 2019 წლის 20 ივნისის სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები – დაისაჯონ დამნაშავეები !!!

არასამთავრობო ორგანიზაციები წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრიემპათია“, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი, State Craft – Lab – და სოლიდარობის ჯგუფი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ შიმშილობის საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდა იურისტებს, უერთდებიან მათ მოთხოვნებს და მოუწოდებენ სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებსაც გამოუცხადონ სოლიდარობა მოშიმშილეებს.

 

ცენტრი „ემპათია“

საკონტაქტო მონაცემები:

ტელ: +995 32 238 10 15; ფაქსი: +995 32 238 10 33

ცხელი ხაზი: +995 599 88 54 68; +995 599 88 54 28.

Web-page: www.empathy.ge

Email: centre@empathy.ge; info@empathy.ge

f: Rct Empathy

 

 

Press Release June 24 2019 FINAL