UN International Day
RCT/EMPATHY, Georgia Press Release
June 26, 2017
Slide-5
News RCT/EMPATHY, July 21, 2017
July 21, 2017

პრეს-რელიზი

IMG_7845

26 ივნისი  წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო)მიერ . 1987 წლის 26 ივნისს ძალაში შევიდა გაეროს კონვენცია წამების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ეს დღე 70-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT, დანია, კოპენჰაგენი) უზრუნველყოფს ამ დღეს დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინირებას.

ამ დღეს საქართველოში, 2002 წლიდან მოყოლებული, წამების, ძალადობისა  და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათია“ სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.

2017 წლის 26 ივნისიდან ცენტრი „ემპათია“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, იწყებს რიგი ღონისძიებების ჩატარებას წამების მსხვერპლთა დახმარების გაეროს საერთაშორისო დღისა და ცენტრ „ემპათიას“ დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებით.

დაგეგმილ ღონისძიებათა კალენდარი:

  • 26 ივნისი ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა საბჭოსა და გამგეობის შეხვედრა ორგანიზაციის 2017 – 2020 სტრატეგიის განხილვასთან დაკავშირებით
  • 27 ივნისი – საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ექსპერტების შეხვედრა – პოსტ – საბჭოთა სივრცეში სტამბოლის პროტოკოლის განხორციელების პრობლემების შესახებ
  • 28 – 29 ივნისი – სემინარი თემაზე: წამება, ჰოლისტური რეაბილიტაცია და სტამბოლის პროტოკოლი. სემინარს ჩაატარებენ საერთაშორისო ექსპერტები: რუსუდან ბერიაშვილი, მარიამ ჯიშკარიანი და ლია მუხაშავრია. სემინარზე განხილული იქნება წამების საწინააღმდეგო კავკასიის ქსელის სამომავლო გეგმები. სემინარში მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები და სტუდენტები ჩრდილო და სამხრეთ კავკასიიდან, ასევე ტაჯიკეთიდან.

ღონისძიებები ჩატარდება ცენტრი : ემპათია“ -ს ოფისში.

საქართველო, თბილისი 0160, ს. კანდელაკის ქ. № 23, E – mail: eka@empathy.ge, centre@empathy.ge, mjishkariani@yahoo.comPhone: +(995 32) 2381015; Fax: +(995 32) 238 10 33; URL: www.empathy.ge  fb: Rct.Empathy

აღნიშნული ღონისძიებები ტარდება ევროკავშირის  NED Foundation და Black Sea Trust Foundation -ის დაფინანსებით.

Press Release GEO