IMG_7048
RCT/EMPATHY, News January 30, 2017
January 30, 2017
A-World-Without-Torture
Joint Appeal of the International Psycho – Rehabilitation Centre for Victims of Torture, Violence and Pronounced Stress Impact “EMPATHY” (RCT/EMPATHY, Georgia) and Georgian Bar Association, Dated March 6, 2017 , M. Jishkariani, Z. Khatiashvili
March 6, 2017

პრეს – რელიზი, 30 იანვარი, 2017

IMG_6927

წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს პროექტს „ომისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა ჰოლისტური რეაბილიტაციის სერვისების გაძლიერება საქართველოში“, პროსტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

30 იანვარი, 2017 წელი

ცენტრი „ემპათია“  წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის აქტივიტეტები ფოკუსირებულია ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწეობაზე.  ორგანიზაცია ახორციელებს მულტი – დისციპლინური ჰოლისტური რეაბილიტაციის პროექტებს ომის დანაშაულებათა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთათვის საქართველოში.  სერვისები მოიცავს  სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და იურიდიულ დახმარებას, ასევე წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახავი  მოპყრობის, ომის დანაშაულებათა შემთხვევათა სასამართლო სამედიცინო დოკუმენტირებას სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით.

ამავე დროს, ცენტრი „ემპათია“ მუშაობს  პოლიტიკის გაუმჯობესებასა და პრევენციის საკითხებზე აღნიშნულ სფეროში; ახორციელებს კვლევით, საგანმანათლებლო და მდგრადობა – გაძლიერებაზე ორიენტირებულ საქმიანობას  კავკასიისა  და საზღვრისპირა რეგიონების ანალოგიური ორგანიზაციებისათვის, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალური აზიისა და საერთაშორისო პროექტებთან.

2017 წლის იანვრიდან ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს პროექტს „ ომისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა კომპლექსური რეაბილიტაციის სერვისების მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“. პროექტი მოიცავს საქართველოს, ქ. თბილისს და მის მიმდებარე ტერიტორიებს, ქ. გორს და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მოსაზღვრე რაიონებს, ქ. ზუგდიდსა და რეგიონებს, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმს, აგრეთვე – სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ცხოვრების ადგილებს – სოფლებს. პროგრამის ზოგადი მიზნებია: ცენტრ „ემპათია“ -ს( წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათია“, საქართველო) მდგრადობის გაძლიერება; მცირე სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერა; სამთავრობო სტრუქტურებისათვის დახმარების გაწევა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების პრაქტიკული განხორციელების კუთხით.

პროგრამის კონკრეტული მიზნებია:

  1. მდგრადი განვითარების მიღწევა ცენტრი „ემპათიას“ მთავარი საქმიანობის კუთხით.
  2. მცირე სამოქალაქო-საზოდადოებრივი ორგანიზაციებისათვის, მსგავს და ურთიერთდაკავშირებულ სფეროებში მომუშავე პროფესონალებისათვის ტრენინგების ჩატარება და საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.
  3. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ქმედებები საკანონმდებლო ჩარჩოების გაუმჯობესების კუთხით ადამიანის უფლებების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების საფუძველზე.

 ორგანიზაციის საქმიანობა (აქტივიტეტები) ორიენტირებულია შემდეგ საკითხებზე:

ჯგუფი 1 – დაკავშირებულია ცენტრ „ემპათიას“ ძირითად საქმიანობასთან, რომელიც მოიცავს შემდეგს: 1) მულტი – დისციპლინური მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამა (TRD), 2) კრიზისული ინტერვენცია და სასამართლო ექსპერტიზის პროგრამა (CI და FD); 3) იურიდიული დახმარების პროგრამა (LD); 4) არტ – სტუდიაში მუშაობა (AS);

ჯგუფი 2 – მოიცავს ტრენინგებს/ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია მოხალისეების, მცირე არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ლიდერების პროფესიული და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებაზე.

ჯგუფი 3 – მოიცავს პრევენციულ ქმედებებს, კერძოდ:  (1)კანონმდებლობის ანალიზი და პრაქტიკა (სადამკვირვებლო(“Watch Dog”) საქმიანობა „ჩრდილოვანი ანგარიშგების“( shadow reporting) ჩათვლით; (2)რეკომენდაციების შემუშავება ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე  (3) ადვოკატირება და  საზოგადოებრივი ცნობიერების  ამაღლება გაცემული რეკომენდაციების შესრულების კუთხით.

ძირითადი საქმიანობის სამიზნე  ჯგუფები: წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირები, კერძოდ – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის  შედეგად დაზარალებულები და მოქალაქეები, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ საქართველო/აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთის სამხედრო  ზონის სოფლებში;  ასევე – ყოფილი და მოქმედი პატიმრები წამების ან/და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოცდილებით. განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭებათ ქალებს და  ბავშვებს ძალადობის ნებისმიერი ფორმის ზემოქმედების გამოცდილებით. მთლიანი რაოდენობა – წელიწადში 500 ადამიანი. ტრენინგის პროგრამა: ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ადამიანის უფლებათა დამცველები და საზოგადოებრივი ლიდერები საქართველოს რეგიონებიდან – 50 ადამიანი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირი საქართველოსთვის დაფინანსებით.

დაფინანსების თანხის ოდენობა შეადგენს 150 000 ევროს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეკატერინე ქებურია

მისამართი: წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“

კანდელაკის ქ. N 23, თბილისი 0160, საქართველო

ტელ: +995 32 2381015, ელ. ფოსტა: eka@empathy.ge , www.empathy.ge , Facebook: Rct.Empathy

 

RCT_EMPATHY_News_January_2017_Georgia_Final