images
Appeal of NGO RCT/Empathy to Diplomatic Missions
November 18, 2019
images (12)
Litigation between State Regulation Agency forMedical Activitiesand Non-Governmental Organization RCT/Empathy
November 21, 2019

სასამართლო პროცესი სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათია“ -ს შორის.

images (12)

 

სასამართლო პროცესი სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათია“ -ს შორის.

 

დღეს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 16.00. სთ – ზე გაიმართება რიგით მესამე სხდომა რეგულირების სააგენტოსა და ცენტრ „ემპათია“ -ს შორის. სააგენტო ცენტრ „ემპათია“ -ს ედავება სახელმწიფო ლიცენზირების პირობების დარღვევას, რაც თავისთავად აბსურდია, ვინაიდან სამართლებრივ საფუძველში სააგენტო უთითებს სტაციონარული დაწესებულებებისათვის განკუთვნილ პირობებს. ცენტრ „ემპათია“ -ს სტაციონარული დაწესებულების ლიცენზია არ გააჩნია და არც არასდროს გააჩნდა.

წინა სასამართლო სხდომები გაიმართა 15/10/2019 – ში, ასევე 31.10.2019 – ში. სააგენტო არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადდა, მაგრამ მიუხედავად ამისა პროცესები ჩატარდა და გადაიდო მოსამართლის მოთხოვნით, მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მოითხოვა რეგულირების სააგენტოს თანამშრომლის თ.საჩალელის მოწმის სახით გამოკითხვა, საინტერესო იქნება გაეცეს პასუხი კითხვას, თუ ვისი დავალებით მოქმედებდა სააგენტოს აღნიშნული თანამშრომელი. ცენტრი „ემპათია“ მიიჩნევს, რომ რეგულირების სააგენტოს სადამსჯელო დემარში, ისევე, როგორც სხდომების უსასარულოდ გადადება მრავალ კითხვისნიშანს წარმოშობს პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის თაობაზე.

ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს ადვოკატირებას, მათ შორის, სასამართლო ექსპერტზებს სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ტატუნაშვილისა თუ კვარაცხელიას საქმეები, პოლიციის მხრიდან შესაძლო წამების ფაქტების შემთხვევები, პოლიტიკურად მოტივირებული წამების შემთხვევები, ასევე 20 – 21 ივნისს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა საქმეები. ცენტრი „ემპათია“ არის ერთადერთი არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სასამართლო სამედიცინო და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზების ლიცენზიები და ახორციელებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (სტამბოლის პროტოკოლი, მინესოტას პროტოკოლი).ვფიქრობთ, აღნიშნული გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ -ს მოტივირებული დევნის საფუძველი. სასამართლოში ცენტრი „ემპათია“ -ს ინტერესებს იცავს ჩვენი იურისტი ბატონი გიგა ლემონჯავა და არასამათავრობო ორგანიზაცია GDI – ის წარმომადგენელი ბატონი ედუარდ მარიკაშვილი.

 

ცენტრი „ემპათია“

ცხელი ხაზი: 599 885468 /28

      პრესს-რელიზი 21 11 19