Logo-Empathy
არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ს საგანგებო განცხადება და პრეს-კონფერენცია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტების შესახებ
October 5, 2020
Logo-Empathy
არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი ‘’ემპათია’’-ს საგანგებო პრეს – კონფერენცია
October 19, 2020

პრეს-კონფერენცია თემაზე : ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ‘’სამოქალაქო პლატფორმა 20/20’’-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ ‘’ემპათია’’-ს შორის.

Logo-Empathy

პრეს-რელიზი

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი ‘’ემპათია’’

პრეს-კონფერენცია გაიმართება ცენტრი ‘’ემპათია’’-ს ოფისში,

   მის: სიმონ კანდელაკის ქუჩა 23

   ტელ: 2 38 10 15

   ცხელი ხაზი: 599 88 54 68/28

   პრეს-კონფერენციის ჩატარების დრო: 11:00 სთ.

 

2020 წლის 13 ოქტომბერს ცენტრი ‘’ემპათია’’ს ოფისში, მდებარე ქ.თბილისი სიმონ კანდელაკის 23, გაიმართება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა, ‘’სამოქალაქო პლატფორმა 20/20’’-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ ‘’ემპათია’’-ს შორის.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ეხება 2020 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო, კენჭისყრის დღისა და პოსტ-საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა შესახებ სიტუაციის მონიტორინგს.

მემორანდუმის ფარგლებში ‘’სამოქალაქო პლატფორმა 20/20’’, მოახდენს კანონდარღვევათა შესახებ ფაქტების დოკუმენტირებასა და ცენტრი ემპათიასათვის შემდგომი რეაგირებისათვის გადაცემას.

თავის მხრივ, ცენტრი ‘’ემპათია’’ განახორციელებს ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივ და სამედიცინო/ფსიქოლოგიურ დახმარებას.