0
Press Release – 24/06/2019
June 25, 2019
A-World-Without-Torture
Press Release 25/06/2019
June 25, 2019

ცენტრი “ემპათია”ს ანონსი

International_day_in_support_of_victims_of_torture

პრეს – რელიზი  25/06/2019

  26 ივნისი არის წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღე. დღეს ძალაში შევიდა გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენცია, რომელიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს, თუმცა, უხეშად არღვევს ამ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებას, რაზედაც მეტყველებს ანტირუსული აქციის სისხლიანი დარბევა 2019 წლის 20 – 21 ივნისს, ღამით პარლამენტის შენობის წინ.

აღნიშნულთან დაკავშირებით 26 ივნისს,  13.00.- ზე, ცენტრი „ემპათია“ გამართავს პრეს – კონფერენციას ცენტრი „ემპათია“ -ს ოფისში კანდელაკის ქუჩა 23, თბილისი.

აღნიშნული დარბევის შედეგად 250 – ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 30 მძიმე, რამდენიმემ დაკარგა თვალი, ორი ადამიანი ახლაც სიკვდილს ებრძვის, 305 იყო უკანონოდ დაკავებული. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, მიმდინარეობს ახალგაზრდა იურისტებისა და ექიმების შიმშილობა იმავე მოთხოვნით. ცენტრიემპათია“, სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი, ატლანტიკური საბჭო და State Craft Lab – არასამთავრობო ორგანიზაციები სრულად იზიარებენ ამ მოთხოვნებს და მოუწოდებენ საქრთველოს ხელისუფლებას მიიღოს ადეკვატური ზომები და გადააყენოს აღნიშნული მინისტრი.

 

შემოგვიერთდით!

 

ცენტრი „ემპათია“

ცხელი ხაზი: 599 885468 /28

Press Release June 26 2019 FINAL geo