Logo-Empathy-Retina
Special Statement of RCT “Empathy”
March 17, 2021
photo english
Original Research by Centre EMPATHY regarding the Events of June 20 – 21, 2019
April 8, 2021

ცენტრი „ემპათიას“ ორიგინალური კვლევა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით

foto

2021 წლის 9 აპრილს, “ქორთიარდ მარიოტ თბილისში”  გაიმართება ცენტრი „ემპათიას“ მიერ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია:

„2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია და სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენება საქართველოში – გადაუდებელი აუცილებლობა თუ სადამსჯელო სპეცოპერაცია?“ 

კვლევა შესრულებულია ცენტრი „ემპათიას“ ინტერდისციპლინური ჯგუფის მიერ. კვლევაში მონაწილეობდნენ ცენტრი „ემპათიას“ ექიმები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები და იურისტები.

აღნიშნული კვლევა ეხება საქართველოში, ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე,  2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, მის შედეგებსა და მომდევნო პერიოდში გამოძიების მიმდინარეობას. კვლევა, ასევე, მოიცავს სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შედარებით ანალიზსა და რეკომენდაციებს  ეროვნულ დონეზე კანონმდებლობის დასახვეწად.

ღონისძიება მოიცავს მისასალმებელ მიმართვას, ცენტრი „ემპათიას“ მომხსენებლების გამოსვლასა და დისკუსიას.

პრეზენტაცია ჩატარდება კოვიდ 19 – ის რეგულაციების სრული დაცვით.

მისამართი: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი 4, ქორთიარდ მარიოტ თბილისი

დრო: 11:00

კონტაქტი: +995 599 88 54 68/28; ელ. ფოსტა: referral@empathy.ge

ანგარიში 20 ივნისი – გადაუდებელი აუცილებლობა თუ სადამსჯელო სპეცოპერაცია

 

https://www.youtube.com/watch?v=40E0NgRdwQY&t=61s