ცენტრი „ემპათია“ – ს განცხადება
არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით,
2018 წლის 20 -21 მარტს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარებულ იქნა სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ბატონი ირაკლი თოიძე, პროკურატურის დადგენილების შესაბამისად.
წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე.
ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ – კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ – შედეგობრივი კავშირი.
ცენტრი „ემპათია“-ს ექსპერტები,
საერთაშორისო ექსპერტი წამების დოკუმენტირების საკითხში მარიამ ჯიშკარიანი,
ცენტრი „ემპათია“ -ს დირექტორი
სასამართლო – სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“
საკონტაქტო მონაცემები:
ტელ: +995 32 238 10 15
ფაქსი: +995 32 238 10 33
ცხელი ხაზი: +995 599 88 54 68; +995 599 88 54 28.
Web-page: www.empathy.ge
Email: centre@empathy.ge
f: Rct Empathy