247701420_415722066590063_2366870666117377709_n
ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან ბატონი მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ხელის შეშლის მცდელობის შესახებ
November 4, 2021
IMG_20211104_151611
The Statement of RCT/Empathy on forensic report done according to the UN IP on the case of 3rd President of Georgia Mr. Mikheil Saakashvili
November 11, 2021

ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფის განცხადება საქართველოს მე – 3 -ე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ (10/11/2021)

IMG_20211104_151611

ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფის განცხადება საქართველოს მე – 3 -ე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ (10/11/2021)

პრესს – კონფერენცია გაიმართება ცენტრი „ემპათია“ -ს ოფისში ს. კანდელაკის ქ. 23, თბილისი, 14.00 სთ – ზე, დღეს 10/11/2021 – ში.

ცენტრმა „ემპათია“-ს ექსპერტთა ჯგუფმა, მაღალკვალიფიციური, სხვადასხვა სპეციალობის, 7 ექიმი – ექსპერტის მონაწილეობით დაასრულა მუშაობა სტამბოლის პროტოკოლით მიმდინარე სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე,

ვაქვეყნებთ შემაჯამებელ დასკვნებს და რეკომენდაციებს

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნისას დაექვემდებარა სხვადასხვა სახის ღირსების შემლახავ მოპყრობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო მე – 18 – ე დაწესებულებაში გადაყვანისას დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ წამებას, ასევე ფიზიკურ წამებას და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენციის მცდელობას, რამაც პაციენტს უარი ათქმევინა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს და საჭიროებს დაუყოვნებელ ზომებს, პაციენტის სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სახით. ამავდროულად, ზეწოლის ფაქტების ინტენსიობისა და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რაც შიმშილობის ხანგრძლივობასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში აისახება, და მიზნად ისახავს პოლიტიკურ შიურისძიებას, მიხეილ სააკაშვილის დისკრიმინაციასა და საზოგადოების დეზინფორმირებას, მივიჩნევთ, რომ კანონდარღვევები და ძალადობის გამოყენებული მეთოდები, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება.

წამების მეთოდები, რომელიც იქნა გამოყენებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ:

N 12 – ე დაწესებულება: 01/10/2021 დან – 08/11/2021 მდე.

  

  • ფსიქოლოგიური მეთოდები:

    დეპრივაცია, იზოლაცია; (სამარტოო საკანი ვიდეო მეთვალყურეობით, ფანჯრების დაბურვა, ერთი დღით ადვოკატებთან კონფიდენციური ურთიერთობის შეზღუდვა, კონფიდენციურობა ხერხდება წერილობითი ფორმით.)

       უკრაინელი ადვოკატის არ შემოშვება საქართველოში

      სიტყვიერი შეურაცყოფა, დისკრედიტაციის მცდელობა: საქართველოს პრემიერმინისტრის, მმართველი სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარისა და სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან.

     სამედიცინო ხასიათის დანიშნულების შესრულებისას ვიდეო – ჩანაწერის გასაჯაროება

     სამედიცინო ნაწილში ვიდეომეთვალყურეობა

     სამედიცინო კონფიდენციურობის დარღვევა

     ადეკვატური სამედიცინო დახმარების უქონლობა;

    დისკრიმინაცია პოლიტიკური მოტივით, ჯანდაცვის სერვისებით მანიპულირება;

    ალტერნატიულ სამედიცინო აზრსა და ექსპერტიზაზე კანონიერი უფლების შეზღუდვა.

    ღირსების შემლახავი მოპყრობის მცდელობა და მუქარა მე – 18 დაწესებულებაში გადაყვანით (ციხეთა საავადმყოფო, მე – 8 საპყრობილის ტერიტორიაზე, სადაც პატიმრები ასრულებენ სანიტრების ფუნქციას და კრიმინალური სუბკულტურა დომინირებს).

    პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური მართლმსაჯულება

    08/11/2021 – ში, N 12 – ე დაწესებულებ იდან N 18 – ე დაწესებულებაში გადაყვანის გარემოებები და ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების მეთოდები 08 – 09/11/2021 წ. მდგომარეობით:

   მოტყუებით, ინფორმირებული თანხმობის გარეშე N12 – ე დაწესებულებიდან მოშიმშილე პატიმრის გადაყვანა N 18 – ე დაწესებულებაში.

   ადვოკატებისა და ოჯახის წევრების დეზინფორმირება – არ მიეწოდებოდათ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი, რამოდენიმე საათის განმავლობაში.

   სამედიცინო კონსილიუმის წევრებისა და თვითონ პაციენტის მიხეილ სააკაშვილის დეზინფორმირება, სავარაუდოდ, პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქნ. დემურიშვილის მხრიდან.

   მე – 8 საპყრობილის ტერიტორიაზე მდებარე N 18 – ე დაწესებულებაში შეყვანისას სავარაუდოდ და დიდი ალბათობით კრიმინალური სუბკულტურისა და ადმინისტრაციის თანამონაწილეობით, წაქეზებით ან/და მდუმარე თანხმობით ხმაური და ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება პატიმარი მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელიც დღემდე გრძელდება და მოშიმშილე პატიმარი იმყოფება ამგვარი ფსიქოლოგიური დისტრესის ქვეშ.

    მე – 18 -ე დაწესებულებაში თანამშრომლების მხრიდან ვერბალური ძალადობა, დამამცირებელი მოპყრობა და მუქარა.

   N 18 – ე დაწესებულებაში არანებაყოფლობითი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების მცდელობა, რაც მოიცავდა როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობას, საწოლზე დაბმის მცდელობის სახით, რაზედაც მოშიმშილე პატიმარმა წინააღმდეგობა გაწია.

   საზოგადოების დეზინფორმაციის მცდელობა იუსტიციის მინისტრი ბრეგაძის მხრიდან და მისი მიკერძოებულობა პატიმრის ინტერესების საზიანოდ.

   ფიზიკური ძალადობა: ძალით გადმოთრევა ავტომობილიდან და ძალით შეთრევა მიწაზე გახოხიალებით N 18 – ე დაწესებულებაში. კისერში ჩარტყმა, ტანსაცმელის შემოხევა.

 

    აღნიშნული ზემოქმედების შედეგად, მოშიმშილე პატიმარმა, შიმშილობის მე – 40 დღეს უარი განაცხადა ყოველგვარ თანამშრომლობაზე, ეგრეთ წოდებული N18 – ე პატიმართა სამკურნალო დაწესებულების, საეჭვო მედ – პერსონალთან, რითიც საფრთხე შეექმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. 

    ასევე, აღნიშნული წამების მეთოდები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური ანგარიშსწორების დამადასტურებელი განცხადება, თითქოსდა, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მისი თანამშრომლების შეურაცხყოფა და ტექნიკის დაზიანება N 18 – ე დაწესებულებაში, და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა, საზოგადოების დეზინფორმირება, მიუთითებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ციხეთა სისტემაში იმყოფება სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ. პოლიტიკური ანგარიშსწორების მუქარის შემცველია ასევე, თავში „თავისუფალი თხრობა“ მოყვანილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებებიც.

    აქვე განვმარტავთ, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანში, მე – 8 საპყრობილის ტერიტორიაზე განთავსებულ მე – 18 – ე დაწესებულებაში გადაეყვანათ, სამედიცინო კადრების მობილიზება – აყვანა დაიწყეს უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ხოლო უმცროსი მედპერსონალის საკითხი, რომლის ფუნქციასაც პატიმრები ასრულებდნენ, კვლავაც გაურკვეველი რჩება. ამავე კლინიკის აღჭურვა დაიწყეს უკანასკნელ პერიოდში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციისათვის საჭირო გუნდური მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ კლინიკას არ გააჩნია და მიხეილ სააკაშვილი არის პირველი პაციენტი, რომელიც აქ განთავსდა, რაც ქმნის პატიმარზე სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარების საფრთხეს.

    ამგვარად, გამოსაკვლევ პირს დაესვა დიაგნოზები/მდგომარეობები რომელიც საჭიროებს ყურადღებას, სხვა დიაგნოზების დასმა წამებასთან კავშირში ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, არ გვეძლევა პაციენტის დეტალური დიაგნოსტირების საშუალება:

DS:

Z 65.4. -წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი – Victim of Torture

Z65.1. Imprisonment and other incarceration – პატიმრობასთან დაკავშირებული პრობლემები

Z65.3 Problems related to other legal circumstances – სხვა იურიდიულ გარემოებებთან დაკავშირებული პრობლემები

Arrest

Z60.5. Target of perceived adverse discrimination and persecution – მიზანმიმართული დისკრიმინაციის და დევნის მსხვერპლი

T73.0. Effects of hungerშიმშილობის ეფექტი

გამოსაკვლევი პირი კვლავ აგრძელებს შიმშილობას, მე – 18 – ე დაწესებულებაში იგი დამატებით დაექვემდებარა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წამებას, რის შემდეგადაც განაგრძობს შიმშილობას და უარს აცხადებს სამედიცინო ინტერვენციაზე. როგორც მინიმუმ, ფსიქოლოგიური წამება გამოსაკვლევი პირის/პაციენტის მიმართ გრძელდება.

 რეკომენდაციები/საჭიროებები:

  1. გამოსაკვლევი პირი/პაციენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაყვანას N 18 – ე დაწესებულებიდან სამოქალაქო ტიპის მულტი – პროფილურ, მაღალტექნოლოგიური კლინიკის ინტენსიური თერაპიის ან/და, საჭიროების განსაზღვრის მიხედვით, რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან, შიმშილობის ფონზე მაღალია გულის რითმის დარღვევის რისკი, ასევე ზოგადად, მწვავე პოლიორგანული უკმარისობის და ფსიქო – ნევროლოგიური თვალსაზრისით შეუქცევადი ნეირო – დეგენერაციული ცვლილებების რისკი; საჭიროებს ინტენსიურ კლინიკო – ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე თავის ტვინის მრტ კვლევას, თავის ტვინის ეეგ კვლევას, CT სკრინინგს, ასევე საჭიროებს უსაფრთხო დაცულ გარემოსა და ფსიქოლოგიურ/იურიდიულ მხარდაჭერას.
  2. შიმშილობის პირობებში, ასევე, განგრძობადი, როგორც მინიმუმ, ფსიქოლოგიური წამების პირობებში N 18 – ე დაწესებულებაში, რომელიც 09/11/2021 მდგომარეობით კვლავ გრძელდება, რის გამოც გამოსაკვლევი პირი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე, მაღალია ლეტალური შედეგის რისკი.

აქვე ვამატებთ შემდეგ ინფორმაციას, რაც გავრცელებული იქნა საინფორმაციო საშულებებით: TV 1 – ის, 09/11/2021წ. ინფორმაციით: https://www.facebook.com/tvpirveli/photos/a.396809063811740/2136814839811145/[1] -„იდენტიფცირებულია პირი, ვინც სქართველოს მესამე პრეზიდინეტის შეურაცხყოფა მიაყენა ფრაზა “აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში” გოგა ორდენიძეს ეკუთვნის; თავად ორდენიძე ქრთამის აღების გამო ყოფილი პატიმარია – ოცნების სამსახურში ის კახი კახიშვილის ინიციტივით დააბრუნეს;“ ვიდეო – მასალა არის მოცემულ ლინკზე: https://www.facebook.com/watch/?v=570005760896006[2]

ასევე, დიდი ალბათობით, დაბალი სამედიცინო პერსონალი აღნიშნულ საპატიმრო დაწესებულებაში დაკომპლექტებულია კვლავაც პატიმრებით, აღნიშნულის შესახებ განმარტებას არ აკეთებს არც ერთი სახელმწიფო უწყება. მსაგავს ვითარებაში პატიმარ სააკაშვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის რისკი მაღალია. 

3.   იუსტიციის მინისტრის ბნ. ბრეგაძის განცხადებები და ქმედებები, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისადმი მიკერძოებული დამოკიდებულება, გამოძიების გარეშე, უაპელაციოდ პატიმრის დადანაშაულების ფაქტი (https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia/photos/a.581411818574070/4393472460701301/[3] –  რატი ბრეგაძე: „მიხეილ სააკაშვილმა №18 დაწესებულებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს“), ცალსახად მიუთითებს რომ, უკრაინის მოქალაქე, პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილისათვის, საქართელოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის და აღნიშნულ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება შეიცავს მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს. ამაზევე მიუთითებს, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა განცხადებები, განსაკუთრებით საფრთხის შემცველია პრემიერმინისტრის განცხადებები სასჯელის დამატებასა და თვითმკვლელობის კანონიერ უფლებაზე (იხილეთ დეტალურად აღნიშნული დასკვნის თავი V). 

4. აუცილებელია ჩატარდეს გამოსაკვლევი პირის/პაციენტის მოთხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტიზის ფარგლებში ცენტრი „ემპათია“ -ს ეგიდით კომისიური ექსპერტიზა სრულფასოვნად და მიეცეს საშუალება აღნიშნულ ექსპერტთა ჯგუფს, უშუალოდ მოახდინოს ადგილზე მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო – ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.

5. მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება უფლებრივი, ასევე ჯანდაცვის მდგომარეობის მონიტორინგი, ასევე კომპლექსური სამედიცინო – ფსიქოლოგიური რეაბილიტაციური ღონისძიებები, რის გამოც აღნიშნული ექსპერტთა ჯგუფი კვლავაც აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და მოითხოვს დაშვებას მიხეილ სააკაშვილთან, გაფართოებული შემადგენლობით, ვინაიდან საქმე შესაძლოა გვქონდეს ფიზიკურ დაზიანებებთანაც 08/11/2021 წელს გამოსაკვლევ პირზე N 18 – ე დაწესებულებაში განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო.

დამატებით ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ეტაპზე პირველხარისხოვან ამოცანად მიგვაჩნია გამოსაკვლევი პირის/პაციენტის, პატიმრის მიმართ ფსიქოლოგიური წამების შეწყვეტა და მისი სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რაც, როგორც მინიმუმ, ვერ განხორციელდება N 18 – ე დაწესებულებაში და, ზოგადად, საქართველოს ციხეთა სისტემაში.

დასკვნა გაიგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სრული დასკვნა არის 75 გვერდი და 99 გვერდი დანართი.

ცენტრი „ემპათია“

მარიამ ჯიშკარიანი

599885468

მისამართი: კანდელაკის ქ. 23, ცენტრი „ემპათია“

[1] TV 1 – ის, 09/11/2021წ. ინფორმაციით: https://www.facebook.com/tvpirveli/photos/a.396809063811740/2136814839811145/

[2] https://www.facebook.com/watch/?v=570005760896006

[3] იუსტიციის მინისტრის ბნ. ბრეგაძის განცხადებები და ქმედებები, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისადმი მიკერძოებული დამოკიდებულება, გამოძიების გარეშე, უაპელაციოდ პატიმრის დადანაშაულების ფაქტი (https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia/photos/a.581411818574070/4393472460701301/