VI. შემაჯამებელი დასკვნა და რეკომენდაციები:
პაციენტს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მე – 3 პრეზიდენტს, ამჟამად პატიმრობაში მყოფს, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების შედეგად გახანგრძლივებული შიმშილობის შედეგად განუვითარდა შემდეგი დიაგნოზები:
მწვავე პერიოდში:
ამჟამადაც აღენიშნება:
მკურნალობა – რეაბილიტაცია:
ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად პაციენტს განუვითარდა თიამინის დეფიციტით გამოწვეული ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც იქნა დიაგნოსტირებული დაგვიანებით, არ მოხდა პრედიქტორების დიაგნოსტიკა და პრევენციული მიდგომა შიმშილობის შეწყვეტისა და დროული მკურნალობის მიზნით.
შემდგომში მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის არ გაგრძელდა თიამინის საჭირო დოზებით, 30/11/2021 წლიდან შეწყვეტილი იქნა ტაბლეტიზირებული ფორმით მიღებაც. შესაბამისად, 1განვითარდა მეორადად ცერებრო – ორგანული დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები. მდგომარეობა დაამძიმა და ურთიერთზემოქმედების ჯაჭვური მექანიზმი წარმოქმნა წამებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ პოსტტრავმული სტრესული დარღვევის განვითარებით.
შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია თიამინით მკურნალობის აღდგენა, მოცემულ დასკვნაში წარმოდგენილი დანიშნულებით (500 მგ. დღიური დოზა); ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების კონსულტაციით, აუცილებელია ინდივიდუალური პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის განსაზღვრა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ არის ამჟამად სიტუაცია ფსიქოთერაპიული ინტერევენციისათვის, ვიდეო – თვალთვალისა და შესაძლო მიყურადების ფონზე.
ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროა მკურნალობაში ფოლიუმის მჟავის 15 მგ. ჩართვა. ენდოკრონილოგისა და ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროებს დამატებით ჰორმონულ თუ სხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს. დამატებითი კვლევების საჭიროება ასევე ასახულია ნევროლოგებისა და ფსიქიატრების დასკვნაში: თავის ტვინის მრტ, ექსტრა და ტრანსკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას, ელექტროენცეფალოგრაფიულ კვლევას დინამიკაში და ელექტრონეიროგრაფიულ კვლევას, ნეირო – ფსიქოლოგიურ გამოკვლევას.
ზოგადად, პაციენტი საჭიროებს ძირითადად მართვას ნევროლოგისა და ნეირო – რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობით, აუცილებელია, მკურნალობა – რეაბილიტაციაში ჩართული იქნას მულტი – დისციპლინური გუნდი: ფსიქიატრის, ფსიქიოლოგის, ფსიქოთერაპევტის, ენდოკრიონოლოგის, ჰემატოლოგის, გასტრო – ენტეროლოგის და სხვა შესაძლო სპეციალისტების მონაწილეობით.
ამგვარად, პაციენტი საჭიროებს დამატებით ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე ინდივიდუალური მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას, აუცილებელია ნეირო – ფსიქოლოგიური მიმართულების კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის ჩატარება სტაციონარულ პირობებში. ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა – რეაბილიტაცია ვერ შეფასდება ეფექტურად. პაციენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოძიებული იქნას ალტერნატიული სამკურნალო – სარეაბილიტაციო დაწესებულება მისი მდგომარეობის ეფექტური მკურნალობისათვის. არაეფექტური მკურნალობა – რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას.
18/12/2021 წ.
ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფი