Logo-Empathy-Retina
ცენტრი “ემპათია”ს განცხადება
February 2, 2023
foto
Center “Empathy” Press Release 06/02/2023
February 6, 2023

ცენტრი „ემპათია“ -ს პრეს – რელიზი 06/02/2023

foto

სამხარაულის დასკვნის დასკვნის დასკვნა

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ბრიფინგს, რომელიც მან ჩაატარა 26/01/2023 – ში.

ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფმა დაასრულა მუშაობა და გადასცა ადვოკატებს  ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N02-02/23, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნა N1008849922 – ზე (24/01/2023); აღნიშნული დასკვნით ირკვევა, რომ იუსტიციის მინისტრი რატი ბერგაძის 26/01/2023 – ში გაკეთებული განცხადება ცენტრი „ემპათია“ -ს დასკვნასა და დანართებზე არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურებოდა საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობას. სამხარაულის საექსპერტო დასკვნა დამახინჯებულად ასახავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არის ტენდენციური, სუბიექტური და არაკვალიფიციური, სახეზეა სუბიექტური განწყობა და კომპილაციის მცდელობა. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნის გამოყენება სასამართლოში მტკიცებულებად სამართლიანი სასამართლოს პირობებში დაუშვებლად მიგვაჩნია. დასკვნის ტენდენციური ხასიათი და მტკიცებულებებს მოკლებული არგუმენტაცია 03/02/2023 – ში სასამართლო პროცესზე ორი ექსპერტის გამოკითხვითაც დადასტურდა. აღნიშნულ დასკვნაზე პასუხი წარმოადგინეს ამერიკელმა ექსპერტებმაც. ცენტრი „ემპათია“ -ს ძირითად დასკვნას ასევე იზიარებს ჟენევიდან მოწვეული საერთაშორისო სასამართლო სამედიცინო ექსპერტი პროფესორი ონდერ ოზკალიფცი, რომელიც ასევე მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის სამეცნიერო სექციის „წამების ფსიქიკური შედეგები და აღკვეთა“ წევრიც არის. მისი დასკვნა დღეს წარედგინება სასამართლოს.

სამხარაულის ექსპერტიზაზე ცენტრი „ემპათია“ -ს დასკვნით:

თავი 3: საბოლოო დასკვნები:

ამგვარად, ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფი არ იზიარებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას და არ მიიჩნევს უტყუარად და სარწმუნოდ.

  • ამგვარად, სამხარაულის დასკვნა N1008849922 ემყარება და ანალიზს აკეთებს არა ცენტრი „ემპათია“ -ს დასკვნასა და მის დანართებზე, არამედ სხვა ჩვენთვის უცნობ დოკუმენტაციაზე.
  • ჩართული ექსპერტები არ იცნობენ ცენტრი „ემპათია“ -ს დასკვნას
  • ექსპერტთა მიმართ დასმული შეკითხვებისა და მათი დაუსაბუთებელი დასკვნების გათვალისწინებით, საქმე გვაქვს, სუბიექტურ, მიკერძოებულ დასკვნებთან. გასტროენტეროლოგია: 28/11/2022 – ის მდგომარეობით დასკვნაში მალაბსორბცია დიაგნოზად არ არის გამოტანილი, იგი კახექსიასთან ერთად რისკებში მოიაზრება, აღნიშნული რისკი დადასტურებულია ცენტრი „ემპათია“ -ს დამატებით დასკვნაში N 01-01/23, 25/01/2023; ნევროლოგია: სამხარაულის დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება N01 – 6/ნ, მუხლი N6 – თან და წარმოადგენს ბრძანების პოსტ – ფაქტუმ შეცვლის – ინტერპრეტაციის მცდელობას. ფსიქიატრია: ეყრდნობა მხოლოდ ერთი ფსიქიატრის სუბიექტურ მოსაზრებას, მტკიცებულებების გარეშე, მოსაზრება ემყარება იმდაგვარი ფსიქომეტრული ტესტების ინტერპრეტაციას, რომელიც ექსპერტს თვითონ არასდროს გამოუყენებია ექსპერტიზის მსვლელობისას და არ წარმოადგენს სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩვეულ ინსტრუმენტებს.
  • თავი საქმის გარემოება: არ ასახავს ცენტრი „ემპათია“ -ს დასკვნაში მოცემულ სტრუქტურირებულ მიმართულებებს: გასტროენტეროლოგიის, ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის მიმართულებით, რაც, აზრის გამოტანას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თავი „საქმის გარემოებიდან“, შეუძლებელს ხდის.
  • ამგვარად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დასკვნა ტენდენციურია და არ ასახავს თუნდაც დოკუმენტაციით წარმოდგენილ რეალობას.
  • გაუგებარია ორი ჩართული სასამართლო ექსპერტის როლი დასკვნის შემუშავებაში, მათი კომპეტენციის ფარგლების გათვალისწინებით
  • ამგვარად, დასკვნა შეიცავს ცალსახად კომპილაციურ ტენდენციურად შერჩეულ ინფორმაციას
  • ცენტრი „ემპათია“ -ს დასკვნასა და დანართებში სრულყოფილად, ანამნეზურ/კატამნეზურ (დინამიკაში), კლინიკურ, ფსიქომეტრულ, კლინიკურ – ფსიქოლოგიურ მონაცემებსა და ლაბორატორულ – ინსტრუმენტული კვლევის მონაცემების გათვალისწინებით, ოთხი ფსიქიატრისა და ორი ნევროლოგის მიერ დადასტურებულია დიაგნოზი: დაუზუსტებელი დემენცია – F 03., რაც ასევე დადასტურებულია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის 6 დეკემბრის, 2022 დასკვნაში (დასკვნა N7), სადაც მონაწილეობდა ნევროლოგი.
  • 25/01/2023 – ში გაცემული ცენტრი „ემპათია“ -ს დამატებითი დასკვნით, N 01-01/23, რაც ცენტრი „ემპათიის“ ექსპერტებმა სასამართლო პროცესზეც დაადასტურეს, გამოტანილია კლინიკური მალაბსორბციის დიაგნოზი K 90 (ინსტრუმენტული კვლევების საჭიროებით, რაც კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული არ არის, მიუხედავად ცენტრი „ემპათია“ -ს არაერთი რეკომენდაციისა, რაც სამხარაულის დასკვნითაც დასტურდება), ასევე დასმული იქნა კახექსიის დიაგნოზი R 64.
  • დასკვნებითა და დანართებით, კვლავ სახეზეა ნევროლოგიური დიაგნოზები: დაუზუსტებელი თუ დაზუსტებული ენცეფალოპათია, პოლინეიროპათია, მიელოპათია, აღნიშნული პათოლოგიების შემადგენელი ნაწილია ატაქსია, რასაც სამხარაულის ექსპერტიზაც ვერ უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს გამოხატულ ატაქსიასთან: დისკოორდინაციის, სიარულისას დამხმარე საშუალების, თავის მოვლისას დახმარების საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე სახეზეა ფსიქიკურ ფუნქციათა ტლანქი მოშლა დაუზუსტებელი დემენციის დიაგნოზის გათვალისწინებით.
  • და ბოლოს, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში არაფერია ნათქვამი სხვა დიაგნოზებსა და სიმპტომო – კომპლექსებზე: დაუზუსტებელი ცხელება, ხშირი შარდვა, დაუზუსტებელი ნეირო – კოგნიტიური აშლილობა, ინტოკსიკაციისა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხები, პოლიფარმაციისა თუ არაეფექტური მკურნალობის შედეგებზე.

ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფი:

Dr. George Berulava, Psychiatrist, გიორგი ბერულავა ფსიქიატრი  

Dr. Mariam Jishkariani, Psychiatrist, Member, and Former Council Member of the World Psychiatric

Association „Consequences of Torture and Persecution“, Head of Expertise – მარიამ ჯიშკარიანი,

ექსპერტიზის ხელმძღვანელი, ფსიქიატრი       

Dr. Galina Karmishina, Doctor of Forensic Medicine, გალინა კარმუშინა, სასამართლო სამედიცინო

ექსპერტი     

Dr. Levan Labauri, General Surgeon, Internist (Georgia/Germany), Doctor of Medicine, ლევან ლაბაური, ზოგადი ქირურგი, ზოგადი ექიმი (საქართველო/გერმანია)   

Dr. Otar Toidze, Professor, Neurologist – ოთარ თოიძე, ნევროლოგი       

Dr. Lali Javashvili, Professor, Endocrinologist – ლალი ჯავაშვილი, ენდოკრინოლოგი, 

Dr. Manana Kvartskhava, Gastroenterologist-  მანანა კვარცხავა გასტროენტეროლოგი