Logo-Empathy-Apple
ცენტრი „ემპათია“ -ს საგანგებო მიმართვა სახელმწიფო ინსპექტორს
February 24, 2021
Logo-Empathy-Retina
Special Statement of RCT “Empathy”
March 17, 2021

ცენტრი „ემპათია“-ს საგანგებო განცხადება

Logo-Empathy-Retina

ცენტრი „ემპათია“-ს საგანგებო განცხადება

ექთან ნარგიზა აბუთიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით

 ცენტრი „ემპათია“ ეხმაურება გალის რაიონის კლინიკის ექთან – ნარგიზა აბუთიძის გარდაცვალების ფაქტს და ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით.

განვმარტავთ, რომ გალის რაიონის კლინიკაში ნარგიზა აბუთიძეს დაუდგინდა ინფარქტის ნიშნები. რამდენადაც შესაბამისი სამედიცინო სერვისის ადგილზე მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრანსპორტირების შესახებ. სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის ნაცვლად, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ნარგიზა აბუთიძე მოთავსდა კოვიდ საკარანტინე სივრცეში, სადაც გარდაიცვალა.

 ნარგიზა აბუთიძის გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ენგურის ხიდის გავლით, ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე გადმოსულ პირთა საკარანტინე სივრცეებში სავალდებულო მოთავსების გაუაზრებელ პრაქტიკასთან, რომლის მიხედვითაც, საკარანტინე სივრცეში სავალდებულო მოთავსებას ექვემდებარება ნებისმიერი პირი, შესაბამისი გამოკვლევის გარეშე.

ცენტრი „ემპათია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან შემოდინებულ პირთა მიმართ დადგენილი პრაქტიკა და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მეშვეობით დააყენოს საკითხი ჰუმანიტარული მექანიზმის შემოღების თაობაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის სამოქალაქო პირების დაუბრკოლებელ მიმოსვლას.

  ცენტრი „ემპათია“ უსამძიმრებს გარდაცვლილი ნარგიზა აბუთიძის ოჯახს.

 

ცხელი ხაზი: ცენტრიემპათია“ 599 885468/28